იაგო ხვიჩია - ორი დღეა ჩვენი იდეის კრიტიკას ვისმენთ, ჯერჯერობით ვერ მოვისმინე ვერცერთი არგუმენტირებული მოსაზრება, რატომ არ გამოვა

მიუხედავად იმისა, რომ ორი დღეა იდეის კრიტიკას ვისმენთ, ჯერჯერობით ვერ მოვისმინე ვერცერთი არგუმენტირებული მოსაზრება, რატომ არ გამოვა,- ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ მისი პარტიის ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, ზაალ უდუმაშვილს აქვს არგუმენტი, რომ არჩევნები და პლებისციტი ერთმანეთში არ უნდა აურიონ, ერთი თვის წინ კი თავად „ნაციონალური მოძრაობის“ იდეა იყო, რომ ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა პლებისციტის მოთხოვნით ჩაენაცვლებინათ.

„რა უშლის ხელს - უსამართლოა? რომელიმე პარტიის მიმართ არაკონსტრუქციულია? ვინმეს არ აწყობს? რაღაც ხომ უნდა მითხას ვინმემ - ამიტომ ეს არ გამოვა; შენ ლოგიკურ შეცდომას უშვებ; ეს წამგებიანია ამისთვის. მაკრიტიკებენ ორივე მხრიდან, რომ ოპოზიციაც და ხელისუფლებაც არ დაეთანხმება, რატომ? რა აგუმენტები აქვს ოპოზიციას. გუშინ მოვისმინე ზალიკო უდუმაშვილის არგუმენტი, რომ არჩევნები არჩევნებია და პლებისციტი პლებისციტია. ეს მოვისმინე ერთადერთ არგუმენტი, რაც ითქვა, რომ არ შეიძლება არჩევნები და პლებისციტი ერთმანეთში ავურიოთო. კარგი, მაგრამ, ვადამდელი არჩევნები რომ იყო მოთხოვნა, ეს მოთხოვნა ახალ არჩევნებთან დაკავშირებთ პლებისციტის ჩატარებით ვინ შეცვალა? მისმა პარტიამ ხომ არა? „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ იყვნენ პარტიები, რომლებიც ჩვენთან მოვიდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და თქვეს - ჩვენი მოთხოვნა იყო ვადამდელი არჩევნები. იმისთვის, რომ კოსტრუქციული გამოვჩნდეთ ფასილიტატორებთან და არ გამოვიდეს ისე, რომ ჯიქივით ვდგავართ ერთ ადგილზე, ფეხს არ ვიცვლით და არ გამოვჩნდეთ წაგებული მოლაპარაკების მაგიდასთან, მოდი, მეორე ვარიანტი დავუშვათ როგორც ჩვენი დათმობა და არჩევნების ნაცვლად მოვითხოვოთ პლებისციტი.

გუშინ რაც ზაალ უდუმაშვილმა თქვა არგუმენტად, მე შემეძლო ერთი თვის წინ მისი პარტიის ლიდერისთვის მეთქვა, მაგრამ ხომ არ მითქვამს, იმიტომ რომ ეს მათგან მოდიოდა და ჩვენ, როგორც ადამიანები, რომლებიც ვცდილობთ ყველა პარტიასთან კომფორტულად ურთიერთობას მას დავეთანხმეთ. თუ ეს ერთმანეთთან არაფერ შუაში იყო, რატომ შემოგვთავაზეს? თავის პირობაზე შეიძლება „გირჩი“ გააკრიტიკოს, იმ არგუმენტით? დანარჩენების არგუმენტი საერთოდ გაუგებარია. არ მესმის. არ გამოვა - რატომ?“,- განაცხადა ხვიჩიამ.

ცნობისთვის, „გირჩის“ ინიციატივაა, რომ თუ თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციამ ჯამურად მმართველ გუნდს მოუგო, მაშინ „ქართულმა ოცნებამ“ 2022 წელს რიგგარეშე არჩევნები უნდა დანიშნოს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა