Washington Post - საქართველოში ოლიგარქი, რომელიც ტრამპის გამოძახილია, ამბობს, რომ პოლიტიკიდან მიდის, ბევრს მისი არ სჯერა

საქართველოში ოლიგარქი, რომელიც ტრამპის გამოძახილია ამბობს, რომ პოლიტიკიდან მიდის. ბევრს მისი არ სჯერა, - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას Washington Post-ი.

„დაახლოებით ათი წელია საქართველოს საკუთარი ტრამპული ისტორია აქვს: მილიარდელი, რომელმაც პოლიტიკური ძალა ააგო, რამაც იგი შავი ზღვისა და კავკასიის ქვეყნის დე-ფაქტო ლიდერად აქცია. ახლა, 64 წლის ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რათა თავისი ბედი ქველმოქმედებისკენ წარმართოს“, - წერია სტატიაში.

როგორც სტატიის ავტორი წერს, ეს შთამაგონებელი ამბავია, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების ლიდერები ხშირად ძალაუფლებას ეჭიდებიან და იშვიათად მიდიან საკუთარი ნებით.

„პრობლემა იმაშია, რომ ამის, ივანიშვილის პოლიტიკური ოპონენტებიდან და რეგიონალური პოლიტანალიტიკოსებიდან ცოტას თუ სჯერა ამის. მათი თქმით, ის, სავარაუდოდ, გააგრძელებს მმართველობას კულისებიდან და თავიდან აიცილებს პასუხისმგებლობას მმართველ პარტიაზე, რომელსაც მზარდ ანტიდემოკრატიულ მიდრეკილებებში ადანაშაულებენ“, - წერს გამოცემა.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ სადავეები ირაკლი კობახიძეს გადასცა, თუმცა გაურკვეველია მომავალში როგორ წარიმართება პარტიის ბედი ივანიშვილის გარეშე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა