ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში უკრაინის ელჩს შეხვდა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში უკრაინის ელჩს, იგორ დოლგოვს შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს ორმხრივი საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავებაზე და ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობაზე როგორც საგარეო კომიტეტების, ასევე მეგობრობის ჯგუფების და უმაღლეს საპარლამენტო დონეზე.

ელჩმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ მოუთმენლად ელის საპარლამენტო დონეზე კავშირების გააქტიურებას და ვიზიტების განხორციელებას, როდესაც პანდემია მოგვცემს ამის შესაძლებლობას. შეხვედრის ერთ-ერთ მთავარ თემას ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხი წარმოადგენდა. ნიკოლოზ სამხარაძემ ელჩს მიაწოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ქვეყანა 2024 წელს ევროკავშირის წევრობის განაცხადისთვის ემზადება. მან ასევე ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე. უკრაინის ელჩმა კომიტეტის თავმჯდომარეს მიაწოდა ინფორმაცია დონბასსა და ყირიმში არსებულ ვითარებაზე.

"მხარეებმა ხაზი გაუსვეს აუცილებლობას, რომ საქართველო და უკრაინა ერთობლივი ძალებით და ერთიანი ფრონტით უნდა გამოვიდეს ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე. ასევე აღინიშნა, რომ უნდა გააქტიურდეს საქართველო-უკრაინა-მოლდოვის სამმხრივი საპარლამენტო ასამბლეის მუშაობა. მხარეებმა ხელი უნდა შეუწყონ ეკონომიკური კავშირების გამყარებას და ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პოტენციალის სრულად და მაქსიმალურად რეალიზებას.

„ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული ურთიერთობების ძალიან დიდი პოტენციალი არსებობს და ეს პოტენციალი მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ. უკრაინის ელჩთან გამართულ შეხვედრაზე მონაწილეობა მიიღო საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხელაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს