„ექსპო-ჯორჯიასთან“, სამოქალაქო აქტივისტებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა იყო, დაკავებულია რამდენიმე ადამიანი

„ექსპო-ჯორჯიასთან“, სადაც რამდენიმე წუთში „ქართული ოცნების“ ყრილობა უნდა გაიმართოს, რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

ინციდენტი პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა სამტრედიის ქუჩის გადაკეტვა კიდევ ერთხელ სცადეს.

აღსანიშნავია, რომ აქციის მონაწილეებს პოლიციელებმა არც ბანერების გაშლის უფლება მისცეს, რის გამოც სამოქალაქო აქტივისტებმა ბანერი სამტრედიის ქუჩაზე, ასფალტზე დააფინეს. ბანერზე გაკეთებულია წარწერა: „არ შეგარჩენთ გაყალბებულ არჩევნებს“. აქციის მონაწილეები ბანერზე სხედან.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს