ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ ვართ ერთიანი გუნდი, რომელიც უკვე მესამედ იქნა გამოცხადებული გამარჯვებულად, ამ ნდობას ყველანი ერთად მაქსიმალურად მოვუფრთხილდებით

ჩვენ, ერთიანი ძალისხმევით, ერთიანი, განახლებული ენერგიით, განახლებული გუნდით შევძლებთ, ჩვენი ქვეყანა გავიყვანოთ გამოწვევებიდან და რაც მთავარია, ყველა ის პრობლემა, რაც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს, დავძლიოთ ერთობლივი ძალისხმევით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ყრილობის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მან „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა.

„მინდა, პირველ რიგში მივულოცო პარტიის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს ამ მეტად საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნა. მოგეხსენებათ, დღეს ჩატარდა რიგით მე-6 ყრილობა და ჩვენ ერთხმად, ერთსულოვნად ავირჩიეთ ბატონი ირაკლი ამ თანამდებობაზე. მე ასევე მინდა გითხრათ, „ქართული ოცნება“, როგორც ერთიანი გუნდი, სრულად იღებს პასუხისმგებლობას ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე და ზოგადადა, სხვა სიტუაციაზე. ჩვენ, ერთიანი ძალისხმევით, ერთიანი, განახლებული ენერგიით, განახლებული გუნდით შევძლებთ ჩვენი ქვეყანა გავიყვანოთ ამ გამოწვევებიდან და რაც მთავარია, ყველა ის პრობლემა, რაც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს, დავძლიოთ ერთობლივი ძალისხმევით. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ვართ ერთიანი გუნდი, რომელიც უკვე მესამედ იქნა გამოცხადებული გამარჯვებულად, საქართველოს მოსახლეობამ გამოგვიცხადა უკვე მესამედ საპარლამენტო არჩევნებში ნდობა და ამ ნდობას რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი ერთად მაქსიმალურად მოვუფრთხილდებით. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის წინაშე“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა