ირაკლი ღარიბაშვილი - ბიძინა ივანიშვილი მთავარი სულისჩამდგმელია ყველა იმ გამარჯვების, რომელიც ჩვენმა პარტიამ ქართველ ხალხთან ერთად მოიპოვა

ბიძინა ივანიშვილის პარტიიდან წასვლა ჩვენთვის, ყველასთვის გამოწვევაა, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარტიის ყრილობის შემდეგ ჟურნალისტებთან „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ყოფილი თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლაზე საუბრისას განაცხადა.

როგორ ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, „ქართული ოცნება“ ერთიანი ძალისხმევით შეძლებს ყველა პრობლებას უპასუხოს.

„რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის პარტიიდან წასვლა ჩვენთვის, ყველასთვის გამოწვევაა, ვინაიდან ბიძინა ივანიშვილი, როგორც პარტიის დამფუძნებელი და მთავარი სულისჩამდგმელია ყველა იმ გამარჯვების, რომელიც ჩვენმა პარტიამ ქართველ ხალხთან ერთად მოიპოვა.

მისი პარტიიდან წასვლა ჩვენთვის არის გამოწვევა. ამავდროულად, მინდა აღვნიშნო, რომ დღეს ჩვენ ვართ ერთიანი, ძლიერი გუნდი. სწორედ ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ ყველა პრობლემას და გამოწვევას სათანადოდ ვუპასუხოთ",-განაცხადა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ყოფილმა თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა 11 იანვარს პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან წავიდა.

პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ყრილობამ, კი დღეს, პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს