არჩილ თალაკვაძე - არ ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილის წასვლით მხარდამჭერები დავკარგეთ - მე ვფიქრობ, რომ ჩვენი მხარდამჭერები ელოდებიან შემდეგი პროგრესის უზრუნველყოფას

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ის დიდი მხარდაჭერა, რომელიც ბიძინა ივანიშილს საზოგადოების მხრიდან აქვს, პარტიისთვის დიდი უპირატესობა და ძლიერი მხარე იყო. შესაბამისად, ივანიშვილის პოლიტიკიდან გასვლით, პარტია ახალი გამოწვევის წინაშე დადგა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში, პარტიასა და საზოგადოებაში არის გამორჩეული ლიდერი.

„ის დიდი მხარდაჭერა, რომელიც მას საზოგადოების მხრიდან აქვს და აქვს ჩვენს პარტიაში, ჩვენთვის ყოველთვის იყო უპირატესობა და ძლიერი მხარე. შესაბამისად, მისი პოლიტიკიდან გასვლით, რასაკვირველია, ჩვენ ვდგავართ ახალი გამოწვევის წინაშე, რასაც ჰქვია გუნდის კიდევ უფრო მეტად კონსოლიდაცია, კიდევ უფრო ეფექტიანი მართვის უზრუნველყოფა, ამ გუნდის კარგი მუშაობის ხარჯზე. მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ მხარდამჭერები დავკარგეთ, მე ვფიქრობ, რომ ჩვენი მხარდამჭერები მისი პოლიტიკიდან გასვლის შემდეგ ელოდებიან „ქართული ოცნებისგან“ შემდეგი პროგრესის უზრუნველყოფას, ელოდებიან ეფექტური, სწრაფი გადაწყვეტილების მიღებას და იმ გამოწვევებთან გამკლავებას, რომელიც დღეს ქვეყანაშია. ჩვენ გვაქვს ხედვა, გვაქვს გეგმა, გვყავს განახლებული გუნდი და როგორც კი პანდემია დასრულდება, აუცილებლად უზრუნველვყოფთ პროგრესის დაჩქარებას“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო