„ექსპო-ჯორჯიასთან“ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებული სამოქალაქო აქტივისტები, ერთის გარდა,  ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

„ექსპო-ჯორჯიასთან“ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებული სამოქალაქო აქტივისტები, ერთის გარდა, გაათავისუფლეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობიდან გამოსვლის შემდეგ ერთ-ერთმა აქტივისტმა ჟურნალისტებს განუცხადა, ისინი პოლიციამ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა.

თუმცა მათი განმარტებით, პოლიციის შენობა დატოვა ყველამ, გარდა ერთი აქტივისტის, გიორგი მუმლაძისა, რომელიც დაკავებული რჩება.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან მიმდინარე აქციაზე სამოქალაქო აქტივისტებმა განაცხადეს, ისინი ახლა გადაინაცვლებენ წერეთლის გამზირზე მდებარე პოლიციის განყოფილებასთან, სადაც მათივე ინფორმაციით, გადაყვანილია გიორგი მუმლაძე.

შეგახსენებთ, რომ “ექსპო-ჯორჯიასთან“ სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული წესით სულ 9 პირი დააკავა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს