გია ვოლსკის განცხადებით, „ნათელაშვილის ეზოში შეკრებილი ზოგიერთი სუბიექტის“ განცხადება, არ შეიძლება იყოს რაიმე მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესის განვითარების საფუძველი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის ეზოში შეკრებილი ზოგიერთი სუბიექტის განცხადება არ შეიძლება იყოს საქართველოში რაიმე მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესის განვითარების საფუძველი.

როგორც გია ვოლსკი აცხადებს, ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი მაშინ იქნება, თუ საგამოძიებო კომისია დაადასტურებს, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ გადაცდომა 1%-ს მაინც შეადგენდა.

„როდესაც ვამბობთ გამოძიება უნდა ჩატარდეს, ეს ნიშნავს, რომ საფუძველი შეიქმნას დასკვნისთვის, თუ როგორი არჩევნები ჩატარდა, იყო თუ არა გადაცდომა.

ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ თუკი გადაცდომა 1%-ს მაინც შეადგენს „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, შემდეგ ვიმსჯელებთ უნდა იყოს რიგგარეშე არჩევნები, თუ უნდა იყოს განმეორებითი არჩევნები. ეს არის კრიტერიუმი, კრიტერიუმი არ შეიძლება იყოს ის, რომ შალვა ნათელაშვილის ეზოში შეკრებილი ზოგიერთი სუბიექტის განცხადება ავიღოთ იმის საფუძვლად, რომ საქართველოში მოხდეს რაიმე მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესის განვითარება. ეს ყველას ესმის. ვისაც ეს არ ესმის და არ უნდა, რომ გაიგოს სწორედაც ემსახურება ძალიან ცუდ მიზანს, ეს არის დესტაბილიზაცია ჩვენს ქვეყანაში“,-განაცხადა გია ვოლსკიმ.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.04.2021
ლევან დოლიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩვენს შიდა პრობლემებზე მსჯელობა, მით უფრო გაგვიჭირდება მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს
ვასილ ხოდელი - ლიბერთის ნებისმიერი სესხი გაიცემა საბაზრო პირობებით