გიორგი რურუა ალეკო ელისაშვილს - ჩემს უკანონო დაკავებაში და უკანონო პატიმრობაში, პასუხისმგებლობა ეკისრება ერთადერთ ადამიანს - ბიძინა  ივანიშვილს

ჩემს უკანონო დაკავებაში და ასევე უკანონო პატიმრობაში, პასუხისმგებლობა ეკისრება ერთადერთ ადამიანს - ბიძინა ივანიშვილს, - ასე ეხმაურება „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე, გიორგი რურუა სოციალურ ქსელში „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებას.

როგორც გიორგი რურუა წერს, ის მხარს უჭერს „დასავლური ოპოზიციური პარტიების პოზიციას“.

„ჩემო მეგობარო ალეკო, ჩემს უკანონო დაკავებაში და ასევე უკანონო პატიმრობაში, პასუხისმგებლობა ეკისრება ერთადერთ ადამიანს - ბიძინა ივანიშვილს. მადლობა მინდა გადავუხადო არასამთავრობო ორგანიზაციებს, დამოუკიდებელ მედიას და პრინციპულ ოპოზიციას, რომლებიც მეხმარებიან ჩემი უდანაშაულობის დადგენაში.

და ბოლოს, მინდა განვაცხადო, რომ სრულად მხარს ვუჭერ დასავლური ოპოზიციური პარტიების პოზიციას. ბიძინა ივანიშვილის პირადი პოლიტპატიმარი გიორგი რურუა“,-წერს გიორგი რურუა.

ცნობისთვის, „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, დღეს გიორგი რურუა გარეთ რომ არ არის, დიდწილად ოპოზიციის ბრალია. ამის შესახებ ალეკო ელისაშვილმა „ფორმულას“ ეთერში, 8 მარტის შეთანხმებაზე საუბრისას აღნიშნა.

შეგახსენებთ, გიორგი რურუა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით შეუფარდა. გიორგი რურუას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 381-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და ძალაში შესული განაჩენის, ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობას ანდა, მისი შესრულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო