თამარ გაბუნია - განიხილება სამიზნე, პრიორიტეტული ჯგუფები და ყველა ის ვაქცინა, რომლის მოზიდვა და გამოყენებაც მოხდება

ვაქცინაციის გეგმა მოიცავს ყველა შესაძლებლობას, რაც კი შეიძლება იყოს ვაქცინაციასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განაცხადა.

მისივე თქმით, გეგმა არის იმის მიხედვით თუ რა ტიპის ვაქცინა შემოვა ქვეყანაში.

“გეგმა მოიცავს თუ როგორ და რანაირად უნდა მოხდეს ადგილზე ვაქცინაცია და შესაბამისად ეს გეგმა არის იმის მიხედვით, თუ რა ტიპის ვაქცინა შემოვა ქვეყანაში, ანუ აქ არის -80-იანი ვაქცინაც გათვალისწინებული, -20 გრადუსიანიც და ჩვეულებრივი ტემპერატურიანი ვაქცინაც. ანუ გეგმა მოიცავს ყველა შესაძლებლობას, რაც კი შეიძლება იყოს ვაქცინაციასთან დაკავშირებით”, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ აღნიშნულ შეხვედრაზე განიხილეს ვაქცინაციისთვის სამიზნე და პრიორიტეტული ჯგუფები.

“გეგმა დამტკიცებული, დღეს ზუსტდება გარკვეული დეტალები იმისთვის, რომ საბოლოო სახით მოხდეს გეგმის ფორმალიზაცია მომდევო კვირაში. განიხილება გეგმის თანახმად სამიზნე ჯგუფები, პრიორიტეტული ჯგუფები და ასევე ყველა ის ვაქცინა, რომლის მოზიდვა და გამოყენებაც მოხდება ქვეყანაში - ასეთი ვაქცინა იქნება რამდენიმე, ყველა ის ვაქცინა, რომელსაც ექნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აღიარება”, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ვაქცინაციის სამოქმედო გეგმაზე მუშაობა პრაქტიკულად დასრულებულია. გეგმის საბოლოო დეტალებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა