სერგო ჩიხლაძე - „ქართული ოცნება“ არ არის მიმართული მომავალზე, განვითარებაზე, პროგრესზე და ვხედავთ, რომ საუბრობენ მხოლოდ ოპოზიციის გაქრობაზე - ეს წარსულის გუნდია

სადაც უნდა იქ წავიდეს ბატონი ივანიშვილი, მთავარია, ჩამოსცილდეს არაფორმალურ მმართველობას, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას ბიძინა ივანიშვილის საფრანგეთში შესაძლო წასვლის შესახებ.

როგორც ჩიხლაძემ განაცხადა, „ჩამოშორდება თუ არა რეალურად ივანიშვილი არაფორმალურ მმართველობას, ილუზიებში რომ არ ვიყოთ, ამას მომავალი თვეები დაგვანახებს“.

ის ასევე გამოეხმაურა გახარიას პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჩანაცვლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციებს და აღნიშნა, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს თუ ვინ რომელ სავარძელში იქნება.

„რეალურად ეს არაფერს შეცვლის ქვეყანაში - აბსოლუტურად მნიშვნელობა არ ექნება, გახარია იქნება პრემიერი, კალაძე თუ კობახიძე.

„ქართული ოცნების“ გუნდი არ არის მიმართული მომავალზე, განვითარებაზე, პროგრესზე და ვხედავთ, რომ საუბრობენ მხოლოდ წარსულზე, ოპოზიციის გაქრობაზე და არც ერთი გადაწყვეტილება და ინიციატივა, თუ როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა ეკონომიკური კრიზისიდან, პოლიტიკური და კორონა კრიზისიდან, არ მიუღიათ. ამიტომ, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი რომელ სავარძელში ჩაჯდება, ეს არის წარსულის გუნდი, რომელიც უნდა დასრულდეს არჩევნების გზით და მოვიდეს ახალი კოალიციური ხელისუფლება, სადაც იქნება აზრთა ჭიდილი, იდეების გენერირება და კონსენსუსის გზით მიღებული გადაწყვეტილებები,“- განაცხადა ჩიხლაძემ.

იხილეთ ვიდეო:სერგო ჩიხლაძეის განცხადებით, ოპოზიციაში შიდა კონსულტაციები და შეხვედრები გაგრძელდება

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა