გიგი წერეთელი - არავის მოსწონს, რომ ოპოზიცია პარლამენტში არ არის, მაგრამ ვინ შექმნა ვითარება, როცა ოპოზიციური პარტიები მანდატებზე უარს აცხადებს?!

არავის მოსწონს, რომ ოპოზიცია პარლამენტში არ არის, მაგრამ ვინ შექმნა ვითარება, როცა ოპოზიციური პარტიები მანდატებზე უარს აცხადებს?! - პირველ რიგში, იმ მანიპულაციებმა და ძალდობრივმა კამპანიამ, რაც არჩევნებზე ვნახეთ, - ამის თაობაზე ჟურნალისტებს “ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა განუცხადა.

წერეთლის თქმით, თუკი პარლამენტი რეალურად მრვალპარტიული გახდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებას რაღაც კომპრომისები აქვს გადაწყვეტილი და ეს კარგი პერსპექტივაა.

“ნამდვილად ვერ გეტყვით, რა აძლევთ “ქართული ოცნების“ ლიდერებს იმის თქმის საფუძველს, რომ პარლამენტში ოპოზიცია მრავლად იქნება წარმოდგენილი. აქვე უნდა ითქვას, რომ არავის ოცნება არ იყო ის, რომ პარლამენტში არ ყოფილიყო, მაგრამ სწორედ ხელისუფლების მიერ შექმნილ ვითარებაში, დღევანდელი მოცემულობა ასეთია - ძირითადი პოლიტიკური მოთამაშეები ოპოზიციურ ფლანგზე პარლამენტში არ არიან და შესვლას არც აპირებენ. თუკი ვინმე ცალკე, თითო-ოროლა შევა, ეს რა თქმა უნდა, სურათს არ შექმნის. ეს იქნება იმის ფალსიფიკაცია, რომ თითქის პარლამენტში არის მრავალპარტიულობა“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

იხილეთ ვიდეო:ოპოზიცია თუ დაყოფილია და ვერ აღწევს მიზანს, დაზარალდება, ერთიანობით ხელისუფლება იძულებული ხდება, დათმობაზე წავიდეს - გიგი წერეთელი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო