BBC - ინაუგურაციამდე აშშ-ის მთელ ტერიტორიაზე დაცვის უპრეცედენტო ზომებს იღებენ

არჩეული პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ინაუგურაციის წინ, აშშ-ის მთელ ტერიტორიაზე შესაძლო საპროტესტო აქციების ფონზე, უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებენ. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.

გამოძიების ფედერალური ბიურო დონალდ ტრამპის მომხრეთა შესაძლო შეიარაღებული მარშის შესახებ იუწყება, რომელიც 50-ვე შტატში იგეგმება. ვაშინგტონის ცენტრალური ნაწილი უკვე ბლოკირებულია. დედაქალაქში მართლწესრიგს ეროვნული გვარდიის ათასობით ჯარისკაცი დაიცავს. კაპიტოლიუმამდე მისასვლელი ზოგიერთი ქუჩა რამდენიმე კილომეტრის მანძილზე გადაკეტილია. ეროვნული სავაჭრო ცენტრი, რომელიც, როგორც წესი, ხალხით არის ხოლმე სავსე, პრეზიდენტის დაცვაზე პასუხისმგებელი სპეცსამსახურების თხოვნით დაიკეტა.

ბაიდენის გუნდმა ამერიკელებს მოუწოდა, თავი აარიდონ დედაქალაქში ინაუგურაციის გამო წასვლას.

ხელისუფლება კვირას მასობრივ აქციებს ელოდება მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელებში გავრცელდა ტრამპის მომხრეთა ულტრამემარჯვენე ჯგუფების მოწოდებები შეიარაღებულ დემონსტრაციებთან დაკავშირებით.

ყველა შტატის დედაქალაქებში სამთავრობო შენობების დასაცავად განსაკუთრებული ზომებია მიღებული.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს