ალექსეი ნავალნი რუსეთში ბრუნდება

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი რუსეთში ბრუნდება. ეს მისი პირველი ვიზიტია სამშობლოში, მას შემდეგ, რაც ოპოზიციონერი ნერვული აგენტით მოწამლეს.

BBC-ის ინფორმაციით, ის უკვე ბერლინში Pobeda-ს ავიახაზების თვითმფრინავში იმყოფება.

"ჩვენ სახლში მივფრინავთ", - დაწერა ნავალნიმ "ინსტაგრამზე"

მან მომხრეებს თხოვნით მიმართა, რომ დახვდნენ. „ფეისბუქზე“ შეიქმნა სპეციალური გვერდიც "შევხვდეთ ნავალნის" , სადაც ათასობით ადამიანმა გამოხატა ინტერესი.

ცნობისთვის, ალექსეი ნავალნი ბერლინის კლინიკაში სამკურნალოდ 2020 წლის აგვისტოს, ნერვული აგენტით მოწამვლის შემდეგ, გადაიყვანეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა