ალექსეი ნავალნის თვითმფრინავი მოსკოვში დაფრინდა

რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის თვითმფრინავი მოსკოვში დაფრინდა. მისი თვითფრინავი, მოსკოვში, შერემეტიევოს აერპორტში დაჯდა.

მანამდე მას მხარდამჭერები მოსკოვის ვნუკოვის აეროპორტში ელოდებოდნენ. თუმცა, მედიის ცნობით, თვითმფრინავმა, რომელიც ბერლინიდან მოსკოვისკენ მიემართებოდა გეზი შეიცვალა. ვნუკოვოს აეროპორტი თვითმფრინავების დაფრენისთვის დაიხურა.

მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში, სადაც რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის ელოდებოდნენ, პოლიცია იყო მობილიზებული. რუსული მედია იუწყება, რომ იქ რამდენიმე აქტივისტი, მათ შორის ნავალნის მთავარი მოკავშირე ლიუბოვ სობოლი არიან დაკავებული.

ცნობისთვის, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი რუსეთში ბრუნდება. ეს მისი პირველი ვიზიტია სამშობლოში, მას შემდეგ, რაც ოპოზიციონერი ნერვული აგენტით მოწამლეს. ცნობისთვის, ალექსეი ნავალნი ბერლინის კლინიკაში სამკურნალოდ 2020 წლის აგვისტოს, ნერვული აგენტით მოწამვლის შემდეგ, გადაიყვანეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო