ჟოზეფ ბორელი - რუსეთის ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს ალექსეი ნავალნის უფლებებს და გაათავისუფლოს

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის, დაკავებას ეხმაურება და რუსეთის ხელისუფლებას მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

"რუსეთის ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს ალექსეი ნავალნის უფლებებს და დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს ის. სასამართლო სისტემის პოლიტიზირება მიუღებელია", - წერს ჟოზეფ ბორელი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

ცნობისთვის, ბერლინიდან მოსკოვში დაბრუნებული რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი მოსკოვის აეროპორტში დააკავეს. ის ბერლინის კლინიკაში სამკურნალოდ 2020 წლის აგვისტოს, ნერვული აგენტით მოწამვლის შემდეგ გადაიყვანეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა