ყოფილ პოლიციელს, რომელმაც კასპში მძევლები აიყვანა, ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ

ყოფილ პოლიციელს, გიორგი მენაბდიშვილს, რომელმაც კასპში მძევლები აიყვანა, ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ.

ბრალის წარდგენის პროცედურა გორის დროებითი მოთავსების იზოლატორში რამდენიმე წუთში დაიწყება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მისმა ადვოკატმა ქეთევან გაგოევმა განუცხადა, მენაბდიშვილი დუმილის უფლებას იყნებს.

ცნობისათვის, გიორგი მენაბდიშვილმა კასპში მძევლები 16 იანვარს აიყვანა. რამდენიმესაათიანი მოლაპარაკების შედეგად, მან მძევლები გაათავისუფლა, რის შემდეგაც მძევლად ხელში ჩაგდების მუხლით დააკავეს. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, დაკავებული ყოფილი პოლიციელია - პოლიციის რიგები მან 2018 წელს დატოვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა