სერგეი ლავროვი - დასავლელი პოლიტიკოსების კომენტარები ალექსეი ნავალნის რუსეთში დაბრუნებაზე მიზნად ისახავს ყურადღების გადატანას იმ ღრმა კრიზისისგან, რომელშიც მათი ქვეყნები აღმოჩნდნენ

დასავლელი პოლიტიკოსების კომენტარები ალექსეი ნავალნის რუსეთში დაბრუნებასთან დაკავშირებით მიზნად ისახავს ყურადღების გადატანას იმ ღრმა კრიზისისგან, რომელშიც მათი ქვეყნები აღმოჩნდნენ, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„დავინახეთ, როგორ აიტაცეს გუშინ ნავალნის რუსეთში დაბრუნების ამბავი. იგრძნობა, რა სიხარულით ხდება კომენტარების დაკოპირება. როგორც ჩანს, ეს საშუალებას აძლევს დასავლელ პოლიტიკოსებს იფიქრონ, რომ ამ გზით ისინი შეძლებენ ყურადღების გადატანას იმ ღრმა კრიზისისგან, რომელშიც განვითარების ლიბერალური მოდელი აღმოჩნდა”, - განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, გერმანიიდან მოსკოვში დაბრუნებული რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, „შერემეტიევოს“ აეროპორტში დააკავეს. დაკავების ფაქტს აშშ-სა და ევროკავშირში გმობენ და რუსეთის ხელისუფლებას კრემლის კრიტიკოსის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა