14-17 იანვარს აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისთვის 3 ობიექტი დაჯარიმდა, ერთ-ერთი ატარებდა ღონისძიებას, რომელსაც 100-ზე მეტი პირი ესწრებოდა

14-17 იანვარს აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისთვის 3 ობიექტი დაჯარიმდა. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა, ერთ-ერთი დაჯარიმებული ობიექტი ახორციელებდა დახურულ სოციალურ ღონისძიებას, რომელსაც 100-ზე მეტი ფიზიკური პირი ესწრებოდა.

„2021 წლის 14-17 იანვრის მონაცემებით შემოწმდა 553 ობიექტი, რომელთაგან 485-ის მიმართ ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება განხორციელდა, ცნობიერების ამაღლების მიმართულებით მათ კიდევ ერთხელ მიეწოდათ ინფორმაცია რეგულაციებზე, 65 ობიექტი დეტალურად შემოწმდა პროტოკოლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისობის დადგენის მიზნით და ისინი სრულად აკმაყოფილებდნენ მოთხოვნებს. ამავე პერიოდში 322-ე დადგენილების მიხედვით აკრძალული საქმიანობის განხორციელებისთვის სამი ობიექტი დაჯარიმდა. მათგან ერთ-ერთი ახორციელებდა დახურულ სოციალურ ღონისძიებას, რომელსაც 100-ზე მეტი ფიზიკური პირი ესწრებოდა. ჯამში, 2020 წლის 28 ნოემბრიდან 17 იანვრის მდგომარეობით, ზედამხედველობა განხორციელდა 48 589 ობიექტზე, რეკომენდაციების გაიცა 26 841 ობიექტზე“, -აღნიშნა მან.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო