ლევან ბოძაშვილი - პუტინი შეშინებულია, რადგან ნავალნი იმ ყველაფრის მერე, რაც მოუწყვეს, გმირად დაბრუნდა

უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილის, ლევან ბოძაშვილის განცხადებით, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ფიგურით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შეშინებულია.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ნავალნი, სავარაუდოდ, რუსეთის მიმართ დასავლური სანქციების ხელახლა გაძლიერების საფუძველი გახდება.

„პუტინი შეშინებულია. მას ეშინია, რადგან ნავალნი ამ ყველაფრის მერე, რაც მას მოუწყვეს, გმირად დაბრუნდა. მან ძალიან კარგად იცოდა, რომ ასეც მოხდებოდა და მას დააკავებდნენ, თუმცა, გამბედაობით დააფიქსირა თავისი თავი, მაგრამ ეს არამხოლოდ ნავალნიმ იცოდა, არამედ დასავლეთის მხრიდანაც ასეთი შედეგი იყო მოსალოდნელი. ხედავდნენ ამას ძალიან კარგად. რეაქციამაც არ დააყოვნა, დასავლეთი დაუყოვნებლივ ითხოვს მის გათავისუფლებას. ბუნებრივია, რუსეთის საზოგადოებაში უკმაყოფილება ძალიან დიდია, პუტინს ეშინია, რომ მისი საპირწონე პოლიტიკური ფიგურა არ გაჩნდეს. ნავალნის იმ ყველაფრისა და დასავლური მხარდაჭერის შედეგად, რაც მან მისი მოწვამვლის შემდეგ მიიღო, აქვს შანსი. ჩვენთვის რამდენად კარგია, ეს სხვა საკითხია, ბუნებრივია, თუმცა, რაც უფრო დაძაბული იქნება რუსეთში ვითარება და რაც უფრო მეტი პრობლემები შეექმნება რუსეთს, ბუნებრივია, ჩვენთვის გულის მოსაფხანი იქნება. ჩვენთვის ნავალნი რამდენად მისაღებია მეორე საკითხია, მას საქართველოსთან მიმართებით ისეთი განცხადებები აქვს გაკეთებული, რომ პერსონა ნონ გრატაა ჩვენთვის. ნავალნი, სავარაუდოდ, რუსეთის მიმართ დასავლური სანქციების ხელახლა გაძლიერების საფუძველი გახდება და ბაიდენის ინაუგურაციის წინ, ერთ - ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია. ნავალნის ბედი ბუნებრივია, გაურკვეველია, მაგრამ დაკავების ფაქტი მიანიშნებს, რომ პუტინი საკმაოდ შეშფოთებულია ამ ნაბიჯით, რომელიც მან გადადგა, ნავალნის პიროვნებითაც არის შეწუხებული“, - განაცხადა ბოძაშვილმა.

რაც შეეხება დასავლეთის მექანიზმებს რუსეთთან მიმართებით, ბოძაშვილის თქმით, ბუნებრივია, რუსეთის წინააღდმდეგ დასავლეთი სამხედრო ნაბიჯებს არ გადადგამს.

„მესამე მსოფლიო ომს რუსეთთან ვერავინ დაიწყებს. რა მექანიზმებიც აქვს დასავლეთს - იყენებს. რუსეთთან ომის სურვილი არც არავის აქვს. დასავლეთის მიდგომა რუსეთთან მიმართებით ასეთია, რომ თუ რუსეთი სამხედრო აგრესიული ტიპის ნაბიჯებით არ გამოირჩევა, ბუნებრივია, დასავლეთი მის წინააღმდეგ რაიმე აგრესიულ, სამხედრო ნაბიჯებს არ დადაგმას“, - განაცხადა ბოძაშვილმა.

ცნობისთვის, გერმანიიდან მოსკოვში დაბრუნებული რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, „შერემეტიევოს“ აეროპორტში დააკავეს. ის ბერლინის კლინიკაში სამკურნალოდ ნერვული აგენტით მოწამვლის შემდეგ გადაიყვანეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო