პრემიერ-მინისტრი თურქეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თურქეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და თურქეთის სტრატეგიულ პარტნიორობას, რეგიონში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს და სხვადასხვა სფეროში ორ სტრატეგიულ პარტნიორს შორის არსებული ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას.

„ხაზგასმით აღინიშნა თანამშრომლობა პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში და თურქეთის მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარება. პრემიერის შეფასებით, პანდემიის დამარცხება მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი და ამ პროცესში მეგობრებისა და პარტნიორების მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.

შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროებში ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობაზე, ასევე რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის აუცილებლობაზე. მთავრობის მეთაურმა და თურქეთის ელჩმა ასევე ისაუბრეს საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მომდევნო სხდომის შესახებ, რომელიც პანდემიის გამო დროებით გადაიდო.

გიორგი გახარიამ დიპლომატს მადლობა გადაუხადა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებაში გაწეული პირადი ძალისხმევისთვის და აღნიშნა, რომ საქართველო განსაკუთრებით აფასებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი თურქეთის მტკიცე მხარდაჭერას“,-აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა