ევროკომისიის პრეზიდენტი - ვგმობ რუსეთის ხელისუფლების მიერ ალექსეი ნავალნის დაკავებას, ის დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ

ვგმობ რუსეთის ხელისუფლების მიერ ალექსეი ნავალნის დაკავების ფაქტს, მათ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ და უზრუნველყონ მისი უსაფრთხოება, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

მისი თქმით, პოლიტიკური ოპონენტების დაკავება რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებებს ეწინააღმდეგება.

„ამასთან, კვლავ ველოდებით ალექსეი ნავალნის სიცოცხლეზე თავდასხმის დეტალურ და დამოუკიდებელ გამოძიებას. სიტუაციას ყურადღებით დავაკვირდებით,“- წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.

ცნობისთვის, გერმანიიდან მოსკოვში დაბრუნებული რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, „შერემეტიევოს“ აეროპორტში დააკავეს. ის ბერლინის კლინიკაში სამკურნალოდ ნერვული აგენტით მოწამვლის შემდეგ გადაიყვანეს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს