გია ვოლსკი - როცა გიორგი გახარია სამთავრობო ცვლილებებს საჭიროდ ჩათვლის, ის იმ გადაწყვეტილებებს მიიღებს, რაც საჭიროა

როცა გიორგი გახარია სამთავრობო ცვლილებებს საჭიროდ ჩათვლის, ის იმ გადაწყვეტილებებს მიიღებს, რაც საჭიროა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა. ვოლსკის მტკიცებით, მთავრობის ფორმირებაზე გადაწყვეტილებების მიღებისას, გიორგი გახარია იყო სრულიად დამოუკიდებელი მაშინაც, როცა პარტია "ქართული ოცნებას" ბიძინა ივანიშვილი თავმჯდომარეობდა.

"მთავრობის ცვლილებების თემა სპეკულაციის საგანია. არსებობს პრემიერ- მინისტრი, კომპეტენტური და ძლიერი პიროვნება, რომელიც მთავრობის შემადგენლობას განაპირობებს. გიორგი გახარიამ მთავრობის ეს შემადგენლობა წარმოადგინა. მისი სიტყვა იყო ავტორიტეტული მაშინაც, როცა პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი იყო და ახლაც არის ავტორიტეტული. საკმაოდ დამაჯარებელი იყო ის დახასიათება, რომლის საფუძველზეც პრემიერმა მთავრობის ეს შემადგენლობა აირჩია. ასე რომ, გადამწყვეტია პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ახლაც და მომავალშიც. თუკი ვინმეს შეცვლას საჭიროდ ჩათვლის, რასაკვირველია, ის თავის მოსაზრებას გაგვიზიარებს. გახარია პრემიერის პოსტზე არის კომპეტენტური და გადაწყვეტილებებს იღებს გახარია", - განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა