გია ვოლსკი - თუ რაიმე განსხვავებები არსებობს, ყველაფერი კამათის პირობებში წყდება, რასაც ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის ხელს უწყობდა და ახალისებდა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ირწმუნება, რომ „ქართული ოცნების" სახით ბიძინა ივანიშვილმა საკმაოდ მყარი გუნდი შექმნა.

ვოლსკის თქმით, ივანიშვილის წასვლის შემდეგ, „ქართული ოცნების" დაშლასა და შიდა დაპირისპირებაზე საუბარი ოპოზიციის პიარ-მიმართულებაა, რასაც საფუძველი არ გააჩნია.

როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, „ქართულ ოცნებას" დღეს სახელმწიფოს მოწყობის და განვითარების საერთო ამოცანები, საერთო მისწრაფებები, საერთო ხედვები და სტრატეგია აერთიანებს.

„გამაერთიანებელი ფაქტორი საქმეებია, რაც უნდა გაკეთდეს, რათა ქვეყანა სამშვიდობოს გავიდეს. ამისთვის ბიძინა ივანიშვილმა საკმაოდ დიდი დრო დახარჯა. მართვის სისტემაში რასაკვირველია, გარკვეული ხინჯები იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში, მივიღეთ მართვის ფორმატი, სადაც არ არსებობს არც პიროვნული დაპირისპირება და არც განსხვავებები ხედვასა და პოლიტიკურ მოსაზრებებს შორის. თუკი რაიმე განსხვავებები არსებობს, ყველაფერი კამათის პირობებში წყდება, რასაც ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის ხელს უწყობდა და ახალისებდა", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა