გიორგი ვაშაძე - დიდი შანსი გამოჩნდა, საზოგადოების მხრიდან მესამე, ახალი პოლიტიკური ცენტრის ძალიან მძლავრი მხარდაჭერის - ამ მიმართულებით ვიმუშავებთ

მთავარია ის, რომ არ ჩავიციკლოთ მხოლოდ და მხოლოდ მოლაპარაკებაში და პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით. კარგად დავინახოთ, რომ დიდი შანსი გამოჩნდა, საზოგადოების მხრიდან მესამე, ახალი პოლიტიკური ცენტრის ძალიან მძლავრი მხარდაჭერის, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლით მესამე პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბებას დიდი მნიშვნელობა მიენიჭა. როგორც ვაშაძე აღნიშნავს, ადამიანებს ალტერნატიული არჩევანი უნდა ჰქონდეთ.

„სრულიად ახალი რეალობაა ქვეყანაში. ივანიშვილი წავიდა პოლიტიკიდან, წავიდა „ქართული ოცნებისგან“, დატოვა როგორც თანამდებობა, ასევე წევრობა. შესაბამისად, მესამე პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბებას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა მიენიჭა ამ შემთხვევაში. პირდაპირ ვთქვათ, ეს ახალი რეალობა გულისხმობს, რომ „ქართული ოცნება“ ძალიან სერიოზულად დაკარგავს მხარდაჭერას და ადამიანებს უნდა ჰქონდეთ ალტერნატიული არჩევანი. რა შეიძლება იყოს ეს არჩევანი? მძლავრი მიზიდულობის ცენტრი, მესამე პოლიტიკური ცენტრის სახით. აქ შეიძლება იყოს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები, თუ ცალკეული პოლიტიკოსები, სხვადასხვა ექსპერტები თუ საზოგადოებრივი პირები. ეს შეიძლება იყოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა. ამაზე ჩვენ ვმუშაობთ, ვმსჯელობთ და თებერვლიდან გააქტიურდება მუშაობა ამ საკითხებთან დაკავშირებით. მთავარია ის, რომ არ ჩავიციკლოთ მხოლოდ და მხოლოდ მოლაპარაკებაში და პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით. კარგად დავინახოთ, რომ დიდი შანსი გამოჩნდა, საზოგადოების მხრიდან, მესამე, ახალი პოლიტიკური ცენტრის ძალიან მძლავრი მხარდაჭერის. ამ მიმართულებით ვიმუშავებთ ჩვენ, სხვა პარტნიორებთან ერთად“, - განაცხადა ვაშაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს