ნიკა ჩიტაძე - საქართველოსგან რადიკალური განცხადებების გაკეთება ნავალნის განთავისუფლების შესახებ არ ღირს - არ მგონია, რომ ჩვენი მხრიდან იმსახურებდეს რაიმე სიმპათიას, მან თავის დროზე, ქართველები არც ისე კარგად მოიხსენია

ჩვენ შეიძლება ერთის მხრივ, არ მოგვწონს რუსეთი, როგორც ოკუპანტი სახელმწიფო და ანტიდემოკრატიული პოლიტიკის გამტარებელი, მაგრამ მეორეს მხრივ, ალექსეი ნავალნისაც ვერანაირად ვერ ვუწოდებთ დემოკრატს , - ამის შესახებ ექსპერტმა ნიკა ჩიტაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ რუსი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნის დაკავებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მხრიდან ნავალნის განთავისუფლების შესახებ რადიკალური განცხადებების გაკეთება არ ღირს, ვინაიდან, ნავალნიმ ,,თავის დროზე ქართველები არც ისე კარგად მოიხსენია“ და ქართველების სიმპათიას არ იმსახურებს.

,,ალექსეი ნავალნის ძალიან კარგად ჰქონდა გათვითცნობიერებული ის ფაქტი, რომ მას დააკავებდნენ. თუმცა, მას დღეს აქვს გათვლა იმაზე, რომ მისი რეიტინგი აღნიშნული ნაბიჯის გადადგმის შედეგად გაიზრდება და რუსეთის საზოგადოების ნაწილში, რომელიც ოპოზიციურად არის განწყობილი, ვლადიმერ პუტინის და რუსეთის მმართველი პარტიის მიმართ, იქნებოდა ერთგვარი გმირი. ნავალნის პარტიას არ გააჩნია მაღალი რეიტინგი, რუსეთის სახელმწიფო დუმა წარმოდგენილია მმართველი პარტიით და მთავარი ოპოზიციური პარტიები არიან კომუნისტური პარტია, ლიბერალ-დემოკრატიული პარტია. ნავალნის რეიტინგი კი 2-3 პროცენტს არ აღემატებოდა. ჩვენ შეგვიძლია ერთის მხრივ არ მოგვწონს რუსეთი, როგორც ოკუპანტი სახელმწიფო და ანტიდემოკრატიულ პოლიტიკას ატარებს, მაგრამ მეორეს მხრივ, ნავალნისაც ვერანაირად ვერ ვუწოდებთ დემოკრატს, მან მხარი დაუჭირა 2008 წლის რუსეთის აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ, ისევე როგორც ხადარკოვსკიმ.

ჩემი აზრით, არ ღირს საქართველოს მხრიდან ამ თემაზე რადიკალური განცხადებების გაკეთება ნავალნის განთავისუფლების შესახებ. ალბათ ამას ჩვენს ნაცვლად დასავლეთი და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები გააკეთებენ. არ მგონია, რომ ნავალნი ქართველების მხრიდან იმსახურებდეს რაიმე სიმპათიას - მან თავის დროზე, ქართველები არც ისე კარგად მოიხსენია. ჩვენი სურვილია, რომ პუტინი ჩამოცილდეს ხელისუფლებას, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ისიც ,თუ ვინ არის მისი ოპოზიცია. თუ პუტინი ჩამოსცილდება ხელისუფლებას რუსეთის საზოგადოებაში იმპერიალისტური ამბიციები ჯერ კიდევ ფესვგადგმულია და რუსეთის მოსახლეობის 70%-ის სურვილი კვლავ არის საბჭოთა რესპუბლიკის აღდგენა“, - აღნიშნა ნიკა ჩიტაძემ.

შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალი, რომლიც რუსეთში დაბრუნდა, 17 იანვარს დააკავეს. რუსი ოპოზიციონერის თვითფრინავი, მოსკოვში, შერემეტიევოს აერპორტში დაჯდა. მანამდე მას მხარდამჭერები მოსკოვის ვნუკოვის აეროპორტში ელოდებოდნენ. თუმცა, მედიის ცნობით, თვითმფრინავმა, რომელიც ბერლინიდან მოსკოვისკენ მიემართებოდა გეზი შეიცვალა. მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში, სადაც რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის ელოდებოდნენ, პოლიცია იყო მობილიზებული. რუსული მედია იუწყება, რომ იქ რამდენიმე აქტივისტი, მათ შორის ნავალნის მთავარი მოკავშირე ლიუბოვ სობოლი არიან დაკავებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა