კახა კოჟორიძე "გირჩის" ინიციატივაზე - ერთიან ფორმატში სამსჯელოდ მზაობა არსებობს, თუმცა ვერ გეტყვით, რა იქნება ამ წინადადებაზე „ლელოს“ პოზიცია

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ თვითმმართველობის არჩევნებში ერთიანი ძალებით მონაწილეობის შესახებ „მოქალაქეებისა“ და „გირჩის“ ინიციატივის საერთო ოპოზიციურ ფორმატში განსახილველად მზადაა. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა წევრმა კახა კოჟორიძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა „დღის ნიუსრუმში განაცხადა“.

მისი თქმით, აღნიშნული წინადადება ერთიან ფორმატში განხილვას იმსახურებს, თუმცა „ლელოს“ ამ წინადადებასთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული პოზიცია ჯერ არ აქვს.

„ერთიანი ფორმატისთვის სამსჯელოდ, ცხადია, მზაობა არსებობს. ნებისმიერი წინადადება იმსახურებს განხილვას, რა თქმა უნდა, ეს წინადადებაც შეიძლება იყოს განხილული. მე ვერ გეტყვით, რა იქნება უშუალოდ ამ კონკრეტულ წინადადებაზე „ლელოს“ პოზიცია, იმიტომ, რომ ამაზე სიღრმისეული ოფიციალური მსჯელობა არ ყოფილა, მაგრამ თავად ეს წინადადება რომ შეიძლება იყოს მსჯელობის საგანი, მათ შორის, ერთიან ფორმატში, ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ.

ცხადია, ჩვენი მიზანი იყო, რომ რაც შეიძლება სწრაფად ჩატარებულიყო არჩევნები. ეს თვითმიზანი კი არ არის, პირველ რიგში, იმ პოლიტიკური, ეკონომიკური, სამართლებრივი და სხვა სახის კრიზისების განმუხტვის საშუალებაა, რაც ქვეყანაში ახლა, სამწუხაროდ, არსებობს. ჩვენი მიზანია, არჩევნები რაც შეიძლება სწრაფად ჩატარდეს, განსაკუთრებით ბიძინა ივანიშვილის იმ გადაწყვეტილების შემდეგ, რაც მან მიიღო. ვის სჯერა, რომ საქართველოს მოსახლეობამ ხმა მისცა ირაკლი კობახიძესა და ეკატერინე ტიკარაძეს, რომელთაგან ერთი პარტიის თავმჯდომარე, მეორე კი პოლიტსაბჭოს წევრი გახდა. თუკი აქამდე არსებობდა ძალიან ბევრი არგუმენტი, ახლა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, ამ არგუმენტების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა, რომ ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს ქვეყანაში. ცხადია, ამ პროცესის გათვალისწინებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციას შორის მიმდინარე საუბრები გაგრძელდეს და შესაბამისად მიღებული იქნას სწორი გადაწყვეტილება. რაც შეეხება 2022 წელს არჩევნების ჩატარებას, ჩვენი მიზანია, რომ 2021 წელს ჩატარდეს თუ ვერ მოხერხდება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, 2022 წელს ამაზე საუბარი“, - განაცხადა კახა კოჟორიძემ.

ამასთანავე, კოჟორიძე მიიჩნევს, რომ ეს ცალკეული შეხვედრები ოპოზიციურ პარტიებს შორის, არ ემსახურება ოპოზიციის ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბებას.

„ყველა საუბარს სჭირდება სწორი ფორმატის შერჩევა და ასეთი სწორი ფორმატი ოპოზიციამ ერთად შეარჩია, რომ ყველა პარტია, ვინც გადალახა და, მათ შორის, ვინც ვერ გადალახა ბარიერი, ერთად ვიკრიბებოდით და ერთად ვმსჯელობდით იმ სტრატეგიასთან დაკავშირებით, რაც ოპოზიციას ჰქონდა გაყალბებული არჩევნების ბოიკოტირებასთან დაკავშირებით. დღეს უკვე ამ ფორმატის გვერდის ავლით ან ფორმატის გაუთვალისწინებლად ინდივიდუალური შეხვედრები, არ მიგვაჩნია, რომ სწორია, იმიტომ რომ თუ ვთანხმდებით შესვლა-არ შესვლაზე, მაშინ ერთად უნდა ვიმსჯელოთ. ალეკოს და „გირჩის“ ამ ნაწილს, როგორც ჩანს, გადაწყვეტილი აქვს შესვლა და ახლა თანამოაზრეების ძებნას უფრო ჰგავს ამ გადაწყვეტილების შესრულების პროცესში, ვიდრე სწორი პროცესის გარძელებას და ეს სწორი პროცესი არ არის ვაჭრობა, რომელიც ახლა გამართულია, სამწუხაროდ. სწორი პროცესი არის პრინციპული პოზიციის გაგრძელება. ეს პრინციპული პოზიცია აუცილებლად მიიყვანს ამ პროცესს იქამდე, რომ საქართველოში დაინიშნოს ხელახალი არჩევნები,“- განაცხადა კოჟორიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს