გიორგი ვაშაძე - ძალიან ვწუხვარ, რომ ალეკო ელისაშვილის თუ „გირჩის“ მხრიდან მსგავს განცხადებებს აქვს ადგილი - თუ ვინმეს აქვს წინადადება, ეს უნდა იყოს განხილული საერთო ოპოზიციურ ფორმატში

ძალიან ვწუხვარ, რომ ადგილი აქვს მსგავს განცხადებებს ალეკო ელისაშვილის, თუ „გირჩის“ წარმომადგენლების მხრიდან, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებას, რომლის თანახმად, „გაუგებარია, რატომ გადაიფიქრა გიორგი ვაშაძემ შეხვედრა ორ დღეში, იაგო ხვიჩიას აქვს ვერსია, რომ შეიძლება, შანტაჟს აქვს ადგილი და ძველი ხელისუფლების წარმომადგენლებს კომპრომატები აქვთ მის წინააღმდეგ“.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, ოპოზიციის მხრიდან მუდმივად ახალი ინიციატივების წამოყენება არასწორად მიაჩნია მაშინ, როდესაც არ არსებობს არანაირი სიმპტომი იმისა, რომ „ქართული ოცნება“ რაიმე ტიპის კომპრომისზე წასვლას აპირებს.

„ჟურნალისტების თანდასწრებით არცერთი შეხვედრა არ ყოფილა დაგეგმილი. თუ ვინმეს აქვე ნებისმიერი წინადადება, ეს განხილული უნდა იყოს საერთო ოპოზიციურ ფორმატში და ამაზე საჯარო დისკუსია შემდგომ უნდა გაიმართოს. სატელეფონო საუბარიც მქონდა ამ ხალხთან და ჩემი პოზიცია ვუთხარი. ვახოსთან მქონდა საუბარი. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ სამიზნე არის „ქართული ოცნება“ . მათი მხრიდან უნდა მოხდეს კომპრომისული წინადადებების მოტანა. სამიზნე არ არის ოპოზიციური პარტიები, რომელთაგან ვიღაც რაღაცაზე თანხმობას ითხოვს. ეს თანხმობა იქნება თუ არა, არ ცვლის მოლაპარაკების სტატუსს, რომელიც დღეს ჩიხში არის შესული. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩემს ოპოზიციურ კოლეგებს, რომ „ქართულ ოცნებაზე“ დიპლომატების მეშვეობით ვმუშაობთ ჩვენ და თუ თქვენ სხვა მექანიზმს ხედავთ, როგორ წამოვიყვანოთ კომპრომისზე, კი ბატონო, ვიმსჯელოთ ამაზე და არა, იმაზე, რომ ეს თუ არა, მეორე, მესამე, მეოთხე ისე, რომ არც შეხვედრა ყოფილა და არც მეხუთე რაუნდი, მეორე მხარესთან... ვითარება შეიცვალა ქვეყანაში ივანიშვილი წავიდა პოლიტიკიდან, ახლა. ჩვენ სრულია სხვა პრიორიტეტები უნდა გვქონდეს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, გიორგი ვაშაძე „გირჩთან“ და „მოქალაქეებთან“ შეხვედრის პერსპექტივით კმაყოფილი იყო და პოზიცია მოულოდნელად შეიცვალა.ელისაშვილის თქმით, ისინი მზად არიან ნებისმიერ ფორმატში შეხვდნენ ვაშაძეს, ერთადერთი წინაპირობა კი ის არის, რომ შეხვედრა ჩართული კამერების წინაშე წარიმართოს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა