აკაკი ბობოხიძე - ბატონი ელისაშვილი და „გირჩი“ პრაქტიკულად, “ქართული ოცნების” ტერმინოლოგიით გველაპარაკებიან, ბრალდებებსაც ისვრიან „ქოცური“ მენტალიტეტით

ძალიან გთხოვთ, რომ სიტყვა „ოპოზიცია“ აღარ გამოიყენოთ ბატონი ელისაშვილის და ასევე “გირჩის” ნაწილის მიმართ - ისინი დღეს გველაპარაკებიან, პრაქტიკულად, “ქართული ოცნების” ტერმინოლოგიით და არამარტო ტერმინოლოგიით გველაპარაკებიან, არამედ ბრალდებებსაც ისვრიან ზუსტად “ქოცური” მენტალიტეტით, - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი ბობოხიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ალეკო ელისაშვილს და პარტია “გირჩს” პოლიტიკური ფასი მხოლოდ იმიტომ დაედო, რომ ოპოზიციის მსხვილი ნაწილი პარლამენტში არ შედის და როგორც ჩანს, “ქართული ოცნებისთვის” ალეკო ელისაშვილს გარკვეული ამოცანა აქვს შესასრულებელი.

“ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც “ქართული ოცნების” წინააღმდეგ აპირებს ბრძოლას, გვაქვს ერთიანობა და იმედი მაქვს, ეს ერთიანობა ბოლომდე იქნება შენარჩუნებული. ალეკო ელისაშვილთან რაზე უნდა ვილაპარაკოთ?! ალეკო ელისაშვილი ვინ არის?! მეორე მხარეა?! ანუ ხელისუფლების წარმომადგენელია და მას უნდა ველაპარაკოთ რამეზე?! ალეკო ელისაშვილს და “გირჩის” ნაწილს პოლიტიკური ფასი დაედო მხოლოდ იმიტომ, რომ ოპოზიციის მსხვილი ნაწილი არ შედის პარლამენტში, ამიტომ მოდით, ეს ფასი დაიდონ შევიდნენ და შეირგონ. ალეკო ელისაშვილი და “გირჩის” ნაწილი არ წარმოადგენს პოლიტიკური თვალსაზრისით არაფერს, რომ არა ოპოზიციის ბოიკოტი პარლამენტის მიმართ. უნდათ შესვლა?!შევიდნენ, ოღონდ როგორც ჩანს, ალეკო ელისაშვილს "ქართული ოცნებისთვის” ფუნქციაც და ღირებულებაც გააჩნია მხოლოდ ერთ შემთხვევაში - თუ ის პარლამენტში მასთან ერთად ვინმეს კიდევ შეიყვანს და ალეკო ელისაშვილს, როგორც ჩანს, ეს ამოცანა აქვს “ქართული ოცნების” წინაშე შესასრულებელი, მაგრამ ბუნებრივია, რომ ამ დავალებას ვერ შეასრულებს. ჩვენი ოპოზიციის პოზიცია არის ერთიანი, არჩევნები გაყალბდა და იმისთვის, რომ გაყალბებული არჩევნების ირგვლივ შექმნილი კრიზისიდან გამოვიდეს ქვეყანა ამისათვის არსებობს ერთადერთი გზა - ხელახალი არჩევნები და აქ ვართ ერთიანი, არსებობს ამის მიღწევის ბერკეტები და ამ ბერკეტების ამოქმედების დრო დადგება ძალიან მალე. ყველაზე რადიკალური პოზიციების მქონე პიროვნებიდან ალეკო ელისაშვილისგან მივიღეთ აბსოლუტურად განსხვავებული პოზიციების მქონე ელისაშვილი. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ “ქართულმა ოცნებამ” მის წინააღმდეგ გარკვეული კომპრომატები მოიძია, დადო და იძულებული გახადა მართული ყოფილიყო”, - განაცხადა ბობოხიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო