ალეკო ელისაშვილი - ოპოზიციამ სიტყვა გატეხა პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით და ამიტომ შეწყდა რურუას გამოშვების პროცესი

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ნატალია ილიჩოვა, ივერი მელაშვილი და გიორგი რურუაც ციხიდან გამოვლენ, თუ მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრა ნიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, თუ ვინმე აფერხებს და ციხეში ტოვებს ამ ადამიანებს, ისევ გაჯიუტებული ხალხია.

„იმ მოლაპარაკებაზე ისეთ რაღაცაზე ვლაპარაკობთ, პოლიტპატიმრები რომ კისერზე არ ეკიდოს, ეს „ქართული ოცნების“ ინტერესშიც არის. კი, გაწვალდება ეს ხალხი სტრასბურგამდე მისვლას წლები დასჭირდება, მაგრამ სტრასბურგში ხომ გამართლდებიან, თეთრი ძაფით ხომ არის ნაკერი ეს ყველაფერი, „ქართულ ოცნებას“ ხომ მოეჭრება თავი?“, - განაცხადა ელისაშვილმა.

მისი თქმით, ის ეთანხმება რურუას მოსაზრებას, იმაში რომ იგი „ბიძინა ივანიშვილმა დააკავა და დღემდე რომ ციხეში რჩება, ეს „ქართული ოცნების“ დამსახურებაა“.

ამასთან, ელისაშვილის განმარტებით, მართალია, ე.წ. 8 მარტის შეთანხმების მონაწილე არ არის, თუმცა ამ შეთანხმების მონაწილე ორივე მხარეს შორის იჯდა, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციას შეთანხმების ნაწილი შეახსენა.

„რვა მარტის შეთანხმება, მე იმის მონაწილე არ ვყოფილვარ, მაგრამ მონაწილე ორ მხარეს ვიჯექი და ვისმენდი, „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციას შეახსენა რვა მარტის შეთანხმების ნაწილი. როგორც აღმოჩნდა, ოპოზიციამ გატეხა სიტყვა პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით და ამიტომ შეწყდა ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას გამოშვების შემდეგ, რურუას გამოშვების პროცესი. ოპოზიციამ სიტყვა გატეხა, იქ, რაღაცაზე შეთანხმდნენ, რაღაცას იზამდნენ და ოპოზიციამ ის არ შეასრულა. თუ მენდობით, ეს ასე იყო. ოპოზიციამ იქ თავი ჩახარა და ძალიან უხერხული პაუზა იყო“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა და დასძინა:

„ოქრუაშვილი გამოვიდა? - გამოვიდა, უგულავა გამოვიდა? - გამოვიდა, ვინ ვერ გამოვიდა? - რურუა, რადგან ოპოზიციამ გატეხა სიტყვა, იქ მიღწეული შეთანხმება, როგორც ჩანს“ , - აღნიშნა ელისაშვილმა.

ელისაშვილის თქმით, „ქართულ ოცნებას“ არ უნდა რურუას გაშვება, თუმცა ოპოზიციამ მისცა საბაბი.

„როდესაც პასუხი მოსთხოვეს ოპოზიციას, რომ აბა გიხსენეთ თქვენი რაღაც-რაღაცები, ჩვენი შეთანხმებაო, ვერ მოვისმინე ვერც ერთი არგუმენტი - „როგორც გვკადრებ, რას ბრძანებთ“, თავი ჩახარეს, უხერხული პაუზა იყო“ ,- აღნიშნა მან.

ამასთან, ელისაშვილი ამბობს, რომ ის ვერ დაასახლებს კონკრეტულ პირებს, თუმცა „ქართულ ოცნებას“ „ოპოზიცია დაეხმარა, რომ ეს კაცი (გიორგი რურუა) ციხეში დაეტოვებინათ“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა