კასპში, ორი პირის მძევლად აყვანის საქმეზე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

ყოფილ პოლიციელს, გიორგი მენაბდიშვილს, რომელმაც კასპში მძევლები აიყვანა, აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბრალდებულის ადვოკატმა ქეთევან გაგოევამ განუცხადა, სასამართლომ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღო.

ადვოკატის განმარტებით, გიორგი მენაბდიშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ბრალს არ აღიარებს. ამასთან ისაუბრა იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა წინა დღეებში და ვის მიმართა.

რაც შეეხება ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას, როგორც ადვოკატი აღნიშნავს, მენაბდიშვილი სუსტად არის და თავს ცუდად გრძნობს. ქეთევან გაგოევას ინფორმაციით, მის დაცვის ქვეშ მყოფს სასწრაფო სამედიცინო დახმარება 16 იანვრის ღამეს გაეწია.

„შემდეგ, როდესაც დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს, როგორც ექიმმა მითხრა, გიორგი მენაბდიშვილს შესთავაზა კუჭის ტკივილისა დამამშვიდებელი მედიკამენტები, თუმცა მან წამლების მიღებაზე უარი თქვა. ასევე უარი თქვა საკვების მიღებაზე“, - განაცხადა ქეთევან გაგოევამ.

ცნობისთვის, გიორგი მენაბდიშვილმა კასპში, ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე, სანადირო თოფის მუქარით მძევლები 16 იანვარს აიყვანა. სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელთა მხრიდან წარმოებული რამდენიმესაათიანი მოლაპარაკების შედეგად, მენაბდიშვილმა მძევლები გაათავისუფლა, რის შემდეგაც დააკავეს. დაკავებული ყოფილი პოლიციელია.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „ი“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლისთვის საშიში მუქარით ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 9-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა