გიორგი გელხაურის განცხადებით, აქამდე დაკითხული ვერც ერთი მოწმე ვერ საუბრობს იმ გარემოებაზე, თუ როგორ აღმოჩნდა გიორგი შაქარაშვილი წყალში

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ზ.ხ.ს- ადვოკატის, გიორგი გელხაურის განცხადებით, სასამართლოში დასაკითხი დაზრალებული ვახტანგ ახვლედიანი მთავარ გარემოებაზე, თუ რა შემხებლობა ჰქონდა მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს შაქარაშვილთან, ვერ ამბობს.

გელხაურის თქმით, აქამდე დაკითხული ვერც ერთი მოწმე ვერ საუბრობს იმ გარემოებაზე, თუ როგორ აღმოჩნდა გიორგი შაქარაშვილი წყალში.

„მიუხედავად იმისა, რომ ახვლედიანს არაერთი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენება აქვს გამოძიების პერიოდში მიცემული, მთავარ გარემოებას, რომ მას დაენახა ბრალდებულების, არასრულწლოვნის და შაქარაშვილის ერთმანეთთან რაიმე შემხებლობა, არ ამბობს. გასაგებია, რომ იქ ჩხუბის დროს იყო გინება, მაგრამ აქ მთავარი ერთი რამაა - რა შემხებლობა ჰქონდათ ამ პირებს შაქარაშვილთან, შეხვდნენ თუ არა მას, რა მდგომარეობაში და რა ვითარებაში მიიღო დაზიანებები შაქარაშვილმა და შემდეგ როგორ აღმოჩნდა ის წყალში. ამაზე არც ერთი მოწმე არ საუბრობს, მათ შორის, არც ახვლედიანი“, - აცხადებს გელხაური.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულია 5 პირი: არჩილ გაგნიძე, ვახტანგ ჩიქოვანი, ნიკოლოზ რევაზიშვილი, ზ.ხ., ა.ქ.

იხილეთ ვიდეო:ადვოკატის განცხადებით, აქამდე დაკითხული ვერც ერთი მოწმე ვერ საუბრობს იმ გარემოებაზე, თუ როგორ აღმოჩნდა გიორგი შაქარაშვილი წყალში

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო