მიტროპოლიტი დანიელი - ნათლისღების საიდუმლო იქნება ერთ-ერთი უმთავრესი, რომელიც შეიტანს გარდატეხას პანდემიის დამარცხებაში, ჩვენი ერის და მსოფლიოს ამ სნეულებისგან გათავისუფლებაში

დღეს კაცობრიობა დგას ისტორიაში ერთ-ერთი მართლაც რომ არნახული განსაცდელის წინაშე, რომელიც მსოფლიოს ერთბაშად მოედო - სწორედ დღევანდელი დღე, ნათლისღების საიდუმლო იქნება ერთ-ერთი უმთავრესი, რომელიც შეიტანას გარდატეხას პანდემიის დამარცხებაში, ჩვენი ერის, ჩვენი ხალხისა და მსოფლიოს ამ სნეულებისგან გათავისუფლებაში, - ამის თაობაზე ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა სამებაში, ღვითისმსახურებაზე ბრძანა. მან მრევლს მიმართა, რომ იყვნენ მხნედ და გაძლიერდნენ ღვთისადმი რწმენით.

“ის ყოველთვის მოგვანიჭებს გამარჯვებას. მთავარია, არ შეირყას ჩვენი სარწუნოება, ჩვენი სასოება და სიყვარული. სწორედ ამისთვის არის განსაცდელი. ბოროტი ძალა ცდილობს, ადამიანს ფიზიკური თუ სულიერი ტკივილით რწენა შეურყიოს. თუ რწმენა შეირყა, მაშინ ადამიანის დამარცხება ადვილია. მაგრამ თუ რწმენა არ შეირყევა, იმედი არ დაგვეკარგება და ღვთისა და მოყვასის სიყვარული ძლიერი გვექნება, ვერავითარი ბოროტება ვერ დაგვამარცხებს“, - განაცხადა მიტროპოლიტმა დანიელმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს