მეუფე დანიელი - ნათლისღების დღეს ყველა წყალი განსაკუთრებული მადლით არის აღვსილი - ნაკურთხ წყალს შეუძლია ადამიანს მოუტანოს როგორც სულიერი, ასევე ხორციელი კურნება

ნათლისღების დღეს ყველა წყალი განსაკუთრებული მადლით არის აღვსილი - ნაკურთხ წყალს შეუძლია ადამიანს მოუტანოს როგორც სულიერი, ასევე ხორციელი კურნება, - ამის თაობაზე ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა სამებაში, ღვითისმსახურებაზე ბრძანა.

მიტროპოლიტმა ქადაგებისას განაცხადა, რომ ნათლისღებით კაცობრიობის წინაშე უფლის ძალა გაცხადდა. მისი თქმით, ნათლისღება არის დასაწყისი, კაცთა გამოხსნის საიდუმლოს აღსრულებისა.

„დღევანდელ დღეს იკურთხება წყალი. დღევანდელ დღეს ყველა წყალი განსაკუთრებული მადლით არის აღვსილი. განსაკუთრებულია წყლის ბუნება დღეს. განახლებულია წყლის ბუნება დღეს. ნაკურთხი წყალი ეს არის წყალი, რომელსაც შეუძლია ადამიანს მოიტანოს როგორც სულიერი, ასევე ხორციელი კურნება. ეს მადლი დღეს მთელს სამყაროს ეფინება“, - ბრძანა მიტროპოლიტმა დანიელმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო