„კურაციოს“ პრეზიდენტის ინფორმაციით, „ფაიზერის“ და „მოდერნას“ ვაქცინა ლიმიტირებული იქნება, ქვეყანამ ყველაზე დიდი რაოდენობით კი ისეთი ვაქცინა უნდა მიიღოს, რომელსაც 2-8 გრადუსზე სჭირდება შენახვა

გეგმა ეფუძნება იმ საერთაშორისო რეკომენდაციებს, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის გამოქვეყნებული, ვამბობ შინაარსობრივ ნაწილზე, თუ რას უნდა შეიცავდეს, - ამის შესახებ საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ პრეზიდენტმა გიორგი გოცაძემ, ვაქცინაციის კომისიის შეხვედრის შემდეგ, ვაქცინაციის ეროვნულ გეგმაზე საუბრისას განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

მისივე თქმით, პროცესში მონაწილეობდა სხვადასხვა ექსპერტული ჯგუფი და თითოეულ ჯგუფს თავისი წვლილი შეჰქონდა გეგმის შემუშავების პროცესში.

„შექმნილი იყო საკონსულტაციო სივრცე სხვადასხვა მიმართულების კუთხით, სადაც ხდებოდა შეჯერება. პირველი, ჩამოყალიბდა პრიორიტეტული ჯგუფები, რომელიც ასევე ეფუძნება საერთაშორისო გამოცდილებას და არსებულ რეკომენდაციებს. შეთანხმებები მოხდა დამოუკიდებელ ექსპერტულ ჯგუფებთან, კლინიცისტებთან და ასევე, ეპიდემიოლოგიურ მონაცემებზე დაყრდნობით. დანარჩენი მიმართულებით, ასევე დგას ამოცანა, იმიტომ, რომ გარემო ცვალებადია ვაქცინებთან მიმართებაში და ქვეყანას ჰქონდეს შესაძლებლობა, მეტნაკლებად სამივე ტიპის, ტემპერატურული რეჟიმი მაქვს მხედველობაში, ვაქცინა მიეღო და ქვეყანას შეუძლია მიიღოს, რა თქმა უნდა, ულტრა სიცივეში შესანახი „ფაიზერის“ ვაქცინის დოზები და ასევე „მოდერნას“ ლიმიტირებული იქნება, მას დიდი დოზებით ვერ მიიღებს, უფრო უნდა მიიღოს ისეთი ვაქცინა, რომელსაც 2-8 გრადუსის ტემპერატურულ რეჟიმზე სჭირდება შენახვა, ყველაზე დიდი რაოდენობით, გეგმა ამას ითვალისწინებს“, - განაცხადა გიორგი გოცაძემ.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია