ანა დოლიძე ხელისუფლებას - ქვეყანა უნდა გაიხსნას, ყველანაირი ვადა და გამოსაცდელი პერიოდი ამოიწურა

თუ ჩვენ გვინდა, რომ გადავრჩეთ როგორც ეკონომიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად, ქვეყანა უნდა გაიხსნას, - ასე მიმართა მოძრაობა „ხალხისთვის" ლიდერმა ანა დოლიძემ ხელისუფლებას.

მისი განცხადებით, ერთწლიანი საყოველთაო ჩაკეტვა, კომფორტს მხოლოდ „ქართულ ოცნებას" უქმნის. დოლიძის განცხადებით, არც ერთ დასავლეთის ქვეყანაში ამდენი ხანი არ ყოფილა ჩაკეტილი საგანმანათლებლო დაწესებულებები და ტრანსპორტი.

„ფაქტობრივად, ერთი წელი იქნება, რაც ჩვენი ქვეყანა ჩაკეტილია. არ მუშაობს სკოლები და საბავშვო ბაღები. თვეების განმავლობაში გაჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი. არც ერთ დასავლეთის ქვეყანაში ამდენი ხანი არ ყოფილა ჩაკეტილი საგანმანათლებლო დაწესებულებები და ტრანსპორტი, რადგან ყველამ იცის, რამხელა სოციალურ-ეკონომიკურ და ფსიქოლოგიურ პრობლემასთან არის დაკავშირებული სახლში გამოკეტილი ბავშვი. ხოლო ტრანსპორტის დაკეტვა არის აბსოლუტური შეტევა მშრომელ ხალხზე, იმ ხალხის მიერ, ვინც არ სარგებლობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით.

ის რაც მოხდა ბაკურიანში, როდესაც სასტუმროებიდან გამოყარეს დამსვენებლები და, ფაქტობრივად, ბოლო ლუკმა წაართვეს მათ მეპატრონეებს, არის ნამდვილად ბოლო წერტილი ქართველი ხალხის როგორც ეკონომიკური, ისე ფსიქო-სოციალური გამძლეობისა. აღარ გავაგრძელებ დანარჩენ პრობლემებზე საუბარს - ცხოვრების გაძვირება, უმუშევრობა, სტუდენტების საკითხი. ჩვენი ქვეყანა ძალიან არასწორად წავიდა, როდესაც მთლიანად ჩაიკეტა, ხოლო ხელისუფლება არანაირ გეგმას არ გვთავაზობს. მაგალითად, განათლების სამინისტროს არანაირი ახსნა-განმარტება და გეგმა არ წარმოუდგენია, როდის უნდა გაიხსნას სკოლები. როდემდე უნდა გადადიოდეს ეს ყოფა მშობლების ხარჯზე? ფაქტობრივად, რაც ამ ხელისუფლებამ გააკეთა საკუთარი პოლიტიკური კომფორტისთვის, ესაა დარტყმა მშრომელ ხალხზე. ქვეყანა უნდა გაიხსნას, ყველანაირი ვადა და გამოსაცდელი პერიოდი ამოიწურა. ნელ-ნელა ჩვენ ჩავედით ისეთ ორმოში, საიდანაც ამოსვლა გაჭირდება,"- განაცხადა ანა დოლიძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო