დიმიტრი პესკოვი - ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებით შექმნილი ვითარება ვლადიმერ პუტინის განსაკუთრებულ ყურადღებას არ მოითხოვს

ბლოგერ ალექსეი ნავალნისთან და მისი უფლებების დაცვასთან დაკავშირებით შექმნილი ვითარება პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განსაკუთრებულ ყურადღებას არ მოითხოვს, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა რუსულ მედიასთან საუბარში განაცხადა.

„ეს არ არის სიტუაცია, რომელიც პრეზიდენტის განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. რუსეთის ყველა მოქალაქის უფლებების დაცვა გარანტირებულია კანონებით და ეს ამ შემთხვევაშიც ასე მოხდება,“- აღნიშნა პესკოვმა.

კრემლის პრესსპიკერმა ხაზი გაუსვა, რომ მოსკოვი არ აპირებს ნავალნისთან დაკავშირებულ სიტუაციაზე დასავლეთის ქვეყნების მიერ გამოთქმული მოსაზრებები გაითვალისწინოს.

„ჩვენ დაინტერსებულები ვართ კარგი ურთიერთობებით და ეს ინდივიდებზე არ არის დამოკიდებული,”- აღნიშნა მან.

რაც შეეხება საპროტესტო აქციების გამართვასთან დაკავშირებით ნავალნის მოწოდებას, პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლს მასობრივი პროტესტის არ ეშინია.

ცნობისთვის, ბერლინიდან მოსკოვში დაბრუნებული რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, აეროპორტში 17 იანვარს დააკავეს. გუშინ სასამართლომ ნავალნის 30-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, რის შემდეგაც მან ვიდეომიმართვა გაავრცელა და ხალხს აქციების გამართვისკენ მოუწოდა.

იხილეთ ვიდეო:დიმიტრი პესკოვი - ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებით შექმნილი ვითარება პუტინის განსაკუთრებულ ყურადღებას არ მოითხოვს

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს