გიგი წერეთლის განცხადებით, ოკუპანტების მთავარი ამოცანაა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა შიშში ამყოფონ

ხელისუფლების მხრიდან აუცილებელია შესაბამისი უსაფრთხოების ზომების მიღება ადგილობრივი მოსახლეობის დასაცავად, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა ოკუპანტების მიერ საქართველოს 3 მოქალაქის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.

წერეთლის თქმით, ოკუპანტების მთავარი ამოცანაა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა შიშში ამყოფონ, ხოლო საქართველოს ხელისუფლების პასუხი ამაზე უნდა იყოს პრინციპული, მათ შორის საერთაშორისო თანამეგობობისათვის მიმართვა და მათი მხრიდან ზეწოლა ყოველ ასეთ ფაქტზე.

როგორც წერეთელმა აღნიშნა, თავის დროზე საპოლიციო კონტროლის მოხსნამ და შესუსტებამ ოკუპაციის ხაზთან საგრძნობლად დაწია უსაფრთხოება უკან.

„რუსეთის და საოკუპაციო რეჟიმის მუდმივი ასეთი მცდელობები ყოველთვის არის იმის მინიშნება მათი მხრიდან, რომ ჩვენ შეგვიძლია და რასაც გვინდა იმას გავაკეთებთ. ამის უმძიმესი გამოვლინება იყო ოთხოზორიას მკვლელობა და ამის შემდეგ უამრავი ასეთი ფაქტი.

რა თქმა უნდა, მთავარი ამოცანაა, რომ შიშში ამყოფონ იქ მყოფი მოსახლეობა და ყოველთვის ხაზი გაუსვან, რომ ეს ტერიტორიები არის ოკუპირებული და თვითონ არიან იქ ბატონ-პატრონები. შესაბამისად, საქართველოს მხრიდან უნდა იყოს ყოველთვის ძალიან პრინციპული პასუხი. ახალი ინსტრუმენტების გაჩენა ალბათ ძნელია და მთავარი რაც არის, ეს არის საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლა ყოველ ასეთ ფაქტზე და რაც შეიძლება ხმამაღლა უნდა გაცხადდეს ეს. გარდა ამისა, არიან სპეცსამსახურები და არის სპეციალური ქვედანაყოფები, რომლებიც ჯერ ერთი, კონტროლს უფრო უკეთ უნდა ახორციელებდნენ იქ და ადამიანებს უნდა ჰქონდეთ მეტი დაცულობის შეგრძნება, ხოლო როგორ მოახერხებს საქართველო ამ მეტი დაცულობის გრძნობის გაჩენას თუნდაც ადგილობრივი მოსახლეობისათვის, ეს არის ხელისუფლების ვალდებულება და იმ სამსახურების, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ. ის, რომ თავის დროზე შესუსუტდა და მოიხსნა საპოლიციო კონტროლი ოკუპაციის ხაზთან და იმ ტერიტორიაზე, ამან საგრძნობლად დაწია უკან უსაფრთხოება,“ - განაცხადა წერეთელმა.

18 იანვარს, დაახლოებით 20:30 საათზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩას მიმდებარედ, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს 3 მოქალაქე. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და მოთხოვნილ იქნა უკანონოდ დაკავებული პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლება. მყისიერად მოხდა პროცესში ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების ჩართვა.

„ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენელმა ცხელი ხაზით დაადასტურა ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები 3 პირის უკანონო დაკავების ფაქტი, ასევე ცხელი ხაზით საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ აღნიშული პირები უკანონო პატიმრობაში აღარ იმყოფებიან“, - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო