აზერბაიჯანში კორონავირუსის 305 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 10 ადამიანი გარდაიცვალა

აზერბაიჯანში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კოვიდ - 19-ის 305 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 10 პაციენტი გარდაიცვალა, - ამ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

აზერბაიჯანში, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, კორონავირუსის 227 696 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის ვირუსს 3 032 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 216 720 -ია.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანის მთავრობამ კორონავირუსის გამო დაწესებული კარანტინის რეჟიმი 1 აპრილამდე გაახანგრძლივა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო