ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას დღეს ბრალს დაუზუსტებენ

ბრალდებულებს ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას დღეს ბრალს დაუზუსტებენ. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მელაშვილის ადვოკატმა ედუარდ მარიკაშვილმა განუცხადა.

როგორც მარიკაშვილი განმარტავს, ბრალდებულებს კვალიფიკაციას არ შეუცვლიან, უბრალოდ, ბრალის ფორმულირებაში გარკვეულ ცვლილებებს შეიტანენ.

„პროკურატურიდან გამომძიებელი შემეხმიანა, ძალიან მწირი ინფორმაცია გვაქვს, ვიცით, რომ ხვალ საპროცესო მოქმედება შედგება, რომელიც ბრალდების შინაარსის დაზუსტებას გულისხმობს და არა კვალიფიკაციის ცვლილებას, მუხლს იგივეს ტოვებენ, უბრალოდ აპირებენ ბრალის ფორმულირებაში გარკვეული ცვლილებები შეიტანონ. რა ცვლილებებია, ეს ჩვენთვის ცნობილი არ არის, ხვალ, ბრალდების დოკუმენტების გადმოცემის შემდეგ გახდება ცნობილი. ჩვენთვის ეს რეალურად იმას გულისხმობს, რომ 4 თვის წინ, ადამიანები პროკურატურამ პასუხისგებაში მისცა იმ ბრალდების ფორმულირებით, რომელიც აღმოჩნდა, რომ 4 თვის შემდეგ დასაზუსტებელია. ისინი ჩამოყალიბებული არ იყვნენ, თუ რას ედავებოდნენ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას“, - აცხადებს მარიკაშვილი.

ადვოკატი გამომძიებელთან ერთად, გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში 12:00 საათზე შევა.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

იხილეთ ვიდეო:ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ხვალ ბრალს დაუზუსტებენ

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა