ვახტანგ მეგრელიშვილი - ზედაპირულად ჩანს, რომ რაკი "ევროპულმა საქართველომ" არჩევნებში წარმატებას ვერ მიაღწია, უნდოდათ პროცესი ყველასთვის პრობლემა გამხდარიყო - ის ურევს სიტუაციას, მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება

შეხვედრებზე ყველაზე მეტი რაოდენობით “ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები დადიოდნენ - ჩემი აზრითა და დაკვირვებით, ამ რაოდენობის ხალხის სიარულის მიზანი იყო ის, რომ პროცესი მუდმივად ჩიხისკენ წაეყვანათ, - ამის შესახებ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში“, პარტია “გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

მეგრელიშვილი ირწმუნება, რომ “ევროპული საქართველო“ არ იყო მიდრეკილი იქეთკენ, რომ დაწყებული მოლაპარაკებები შეთანხმებით დასრულებულიყო. კითხვაზე, “გირჩის“ ხედვით ოპოზიციურ სპექტრში სიტუაციას “ევროპული საქართველო“ ურევს თუ არა, მეგრელიშვილმა აღნიშნა, რომ ამ თვეების განმავლობაში მისი განცდა ასეთია.

“ევროპული საქართველოდან ბევრი ხალხი დადიოდა, რომლებიც ჩემი აღქმით, არ იყვნენ მიდრეკილი, რომ პროცესი შეთანხმებით დასრულებულიყო. ერთი შეხედვით, ზედაპირულად ჩანს, რომ რაკი ამ პარტიამ საპარლამენტო არჩევნების შედეგად წარმატებას ვერ მიაღწია, უნდოდათ, რომ პროცესი რაღაცნაირად ყველასთვის პრობლემა გამხდარიყო. უნდოდათ, საკუთარი პრობლემა მთელს ოპოზიციაზე გადაეტანათ. მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, მათ შორის იმ რეაქციიდან გამომდინარე, რაც საჯარო მოლაპარაკებების დაწყებაზე ჩვენს მცდელობას მოჰყვა“, - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

რაც შეეხება წამყვანის რეპლიკას, რომ "ევროპულ საქართველოსთან" დაკავშირებით მისი პოზიცია ხელისუფლების ხედვებს ემთხვევა, “გირჩის“ ლიდერმა აღნიშნა, რომ “გაფუჭებული საათი დღეში ორჯერ სწორ დროს უჩვენებს“.

მეგრელიშვილი იმასაც ამბობს, რომ ოპოზიცია იმ მონაპოვარს არ აფასებს, რაც მაგიდაზე უკვე დევს და რაზეც მოლაპარაკებების გაგრძელების შემთხვევაში, არის კიდევ უფრო მეტის მოპოვების შესაძლებლობა.

“დიდი ხანია მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ბოლო თვენახევარია ფაქტობრივად არაფერი ხდება. მაინტერესებს, რა შეიძლება ოპოზიციამ გავაკეთოთ იმისთვის, რომ მკვდარი წერტილი დაიძრას. როგორც კი ჩვენ საუბრის მცდელობა გვქონდა, ამან ქართულ მედიაში ისეთი ქარიშხალი გამოიწვია, რომ იწყებ ვარაუდს, რომ რაღაც მნიშვნელოვანს შეეხე, რასთან შეხებაც არავის უნდოდა. მოლაპარაკებების მაგიდასთან განვლილია ოთხი რაუნდი. არ ვიცი, რატომ არ აფასებს ოპოზიცია ამ ოთხი რაუნდის განმავლობაში მიღწეულ შედეგებს, რაც მაგიდაზე უკვე დევს. ოთხი პუნქტიდან მხოლოდ ერთზე არ არის პრინციპული შეთანხმება - ეს არის ვადამდელი არჩევნები. დანარჩენ პუნქტებზე მთელი ოპოზიცია არის ერთიანი“, - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

როგორც მეგრელიშვილი განმარტავს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება ერთადერთი დამაბრკოლებელი საკითხია, რაზეც მათი სურვილი ალტერნატიული წინადადების შეთავაზებაა. “გირჩის“ ლიდერი იმასაც ამბობს, რომ მოლაპარაკებების პროცესში ოპოზიციის შიგნით გაურკვევლობები იკვეთებოდა.

“მას შემდეგ, რაც არდადეგები დასრულდა, მორჩა საცივი და გამოვედით სამუშაოდ, ვთქვით, მოდით ახლა შევთანხმდეთ, რომ მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდზე ბევრად მეტად შეთანხმებული მივიდეთ, ვიდრე დავდიოდით ხოლმე. აქ წარმოიქმნა პრობლემა! ისტორიამ გვაჩვენა, რომ მოლაპარაკებების მაგიდაზე ოპოზიციის შიგნით ხშირად გაურკვევლობები იყო. ამიტომ მზად ვიყავით, სათითაოდ, რიგით წევრებთანაც კი გაგვევლო, ვინ უკეთესს ვერსიას შეგვთავაზებდა. ჩვენ პარლამენტში იმიტომ აგვირჩიეს,რომ გველაპარაკა და ახლა ლაპარაკს გვიშლიან ქუჩაში - ასეთი რამე წარმოგიდგენიათ?!“, - აღნიშნა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

გადაცემა "დღის ნიუსრუმის" სრული ვერსია

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება