გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის სასამართლო პროცესზე ვახტანგ ახვლედიანი დაიკითხა

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის სასამართლო პროცესზე დაზარალებული ვახტანგ ახვლედიანი დაიკითხა.

როგორც ახვლედიანის ადვოკატმა, კახა წერეთელმა ჟურნალისტებს განუცხადა, ახვლედიანმა სასამართლოს მიაწოდა ინფორმაცია, რაც მისთვის ცნობილი იყო და დაასახელა კონკრეტული პირებიც.

„არა მხოლოდ პროკურატურის, ასევე დაცვის მხარის ადვოკატებმა, ბუნებრივია, დავსვით უამრავი შეკითხვა. უფრო მეტი დრო წაიღო დაცვის მხარის შეკითხვებმა და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ამომწურავად გასცა ინფორმაცია, ყველაფერზე უპასუხა, რაც მისთვის ცნობილი იყო.

საზოგადოებისთვის ცნობილია მის მიერ ამ საქმის მეორე ეპიზოდზე მიცემული ჩვენება. დასახელდა კონკრეტული პირებიც და გარემოებებიც, ის, რაც მისთვის იყო ცნობილი“,- განაცხადა წერეთელმა.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულია 5 პირი: არჩილ გაგნიძე, ვახტანგ ჩიქოვანი, ნიკოლოზ რევაზიშვილი, ზ.ხ., ა.ქ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს