საბა ბუაძე "მოქალაქეებისა" და "გირჩის" ინიციატივაზე - ჩვენ წერტილი დავსვით - ვდგავართ იმ ოთხპუნქტიანი მოთხოვნის სადარაჯოზე, რომელსაც ყველამ ერთად მოვაწერეთ ხელი

„ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი წევრის საბა ბუაძის განცხადებით, „მოქალაქეების“ და „გირჩის“ ინიციატივაზე, რომელიც ოპოზიციურ პარტიებთან საარჩევნო საკითხთან მიმართებით კამერების თანდასწრებით ინდივიდუალურ შეხვედრას გულისხმობს, „ლელომ“ წერტილი დასვა. ამის შესახებ საბა ბუაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

„ჩვენ ამ თემაზე საუბარი დავასრულეთ. ამ თემასთან დაკავშირებით ყველა ის შეფასება გაკეთდა, რომელიც ჩვენს პოზიციას ნათლად გადმოგვცემს. ჩვენი დღის წესრიგი გაცილებით სხვა მიმართულებით გადის და ეს დღის წესრიგი სწორედ ახალი არჩევნების მოთხოვნაზეა აგებული, იმ ოთხპუნქტიან მოთხოვნაზე, რომლეიც მათ შორის, „გირჩმაც“, „სტრატეგია აღმაშენებელმაც“, „ლელომაც“ ყველამ ერთად გავაფორმეთ და ახლა, ჩვენთვის ამ დღის წესრიგის მიმართულებით მუშაობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, რაც ბოლო დღეების სიტუაციამ გვაჩვენა, არის ის, რომ რატომღაც „ქართული ოცნების“ სახელი აღარ ისმის იმ სიმწვავით, რა სიმწვავითაც უნდა ისმოდეს. შეფასება გავაკეთეთ იმაზე, თუ სად ვხედავდით პრობლემას და პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ დისკუსია წავიდა არასწორი მიმართულებით. „ქართული ოცნება“ არის ის ხელისუფლება, რომელიც 31 ოქრომბრიდან მოყოლებული თავს არდიდებს რეალობას, ცდილობს, რომ გააკეთოს ყველაფერი, გარდა ოპოზიციასთან შეთანხმების მიღწევისა“- განაცხადა საბა ბუაძემ და დასძინა, რომ ოპოზიციასთან კამერების თანდასწრებით ცალკეულ შეხვედრების ინიციატივას „ლელომ“ წერტილი დაუსვა“.

„ჩვენ წერტილი დავსვით. ამ ინიციატივასთან დაკავშირებით ვნახეთ, რომ წერტილი დაისვა „ქართული ოცნებიდან“. რაზე უნდა ვიკამათოთ, ამ ინიციატივაზე ჩვენ სერიოზულად უნდა ვილაპარაკოთ, მაშინ, როცა „ქართულმა ოცნებამ “ გვითხრა, რომ არც კი აღიქმება სერიოზულად?.ამიტომ, ჩვენ ვდგავართ იქ, სადაც ვიდექით და ჩვენ ვდგავართ იმ ოთხპუნქტიანი მოთხოვნის სადარაჯოზე და დაკმაყოფილების გზაზე, რომელსაც ყველამ ერთად მოვაწერეთ ხელი“, - განაცხადა საბა ბუაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა