თინა ხიდაშელი - სამი თვეა ვლაპარაკობთ იმაზე, ვინ შედის და ვინ არ შედის პარლამენტში - დაიღალა ყველა და დაიღალა ოპოზიციაც, უნდა დამთავრდეს ამაზე ლაპარაკი და სრულიად სხვა პოლიტიკურ დღის წესრიგზე გადავლაგდეთ

ტრადიციების წესების დაცვით, დღეს დამთავრდა ახალი წელი საქართველოში, ამიტომ დიდი იმედი მაქვს, რომ მაქსიმუმ ორშაბათიდან, ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება გაცოცხლდება, საქართველოს მოსახლეობას მისი რჩეული პოლიტიკური პარტიები იმის მიხედვით, ვინ, ვის მისცა ხმა, რაღაც სიახლეებს შესთავაზებენ. სხვანაირად უბრალოდ შეუძლებელია, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, სიტუაციას რომ შევხედოთ შეუძლებელია, ქართული პოლიტიკის წარმმართველი იყოს ის პარლამენტი,რომელიც გვაქვს.

„რაც უფრო სწრაფად დაამთავრებს ოპოზიცია საუბარს პარლამენტში „შევდივარ არ შევდივარ“, რაც უფრო სწრაფად დაიწყებს ახალი პოლიტიკური პლატფორმების გაჩენას იმისთვის, რომ ოპოზიციური ამომრჩევლის მაქსიმალური კონცენტრაცია მოხდეს, უკვე თემატური, ახალი პლატფორმების, ახალი პოლიტიკური თემების და ახალი დღის წესრიგის მიმართ, მით უფრო სწრაფად შეიცვლება ვითარება ამ ქვეყანაში. დღეს, მსოფლიოში ისეთი ვითარებაა, ისეთი ამბები ხდება ჩვენს პარტნიორ ქვეყანაში, რომ... უბრალოდ უკვე ძალიან უხერხულია, სამი თვეა ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ვინ შედის და ვინ არ შედის პარლამენტში. მე მგონი, დაიღალა ყველა და დაიღალა თვითონ ოპოზიციაც. მე, აბსოლუტურად ვეთანხმები იმას, რომ მორჩა, რაღაცებზე წერტილები უნდა დაისვას, დამთავრდეს ამ თემებზე ლაპარაკი და სრულიად სხვა პოლიტიკურ დღის წესრიგზე უნდა გადავლაგდეთ“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა