ალეკო ელისაშვილი მამუკა ხაზარაძეს - სირცხვილი რა არის უკაცრავად? - „ქართულ ოცნებასთან" ზურგს უკან მოლაპარაკება გქონდათ? მითხარი, რომ ეგ ეგრე არ არის

„ქართულ ოცნებასთან ზურგს უკან მოლაპარაკება გქონდათ?, - ასე მიმათა „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერს მამუკა ხაზარაძეს „რუსთავი2“-ის ეთერში.

სიტყვიერი დაპირისპირება მამუკა ხაზარაძესა და ალეკო ელისაშვილს ოპოზიციის ერთიან ფორმატში მიმდინარე შეხვედრის თაობაზე გაკეთებულ განცხადებებს მოჰყვა.

როგორც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, ძალიან სამწუხარო ფაქტია, როცა დახურულ შეხვედრაზე ინფორმაცია, რასაც უამრავი ადამიანი ესწრება, გადის დამახინჯებულად.

მისივე თქმით, ყველა საუბარი, რაც მიდის არის ოპოზიციის ერთობის, ბოიკოტის არევა.

„მოვისმინე, რომ ვიღაცა ვიღაცა არ შეხვდა და ეს ტელევიზორში ირჩევა, ეს არის სირცხვილი! ამომრჩევლის დროის ფუჭად დახარჯვა“, - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ, რაზეც ალეკო ელისაშვილმა ხაზარაძეს მიმართა: „სირცხვილი რა არის უკაცრავად?“

აღნიშნულზე კი ხაზარაძემ აღნიშნა, რომ „სირცხვილია, რომ გაიტანეთ ინფორმაცია, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს“.

ამის პასუხად კი ელისაშვილმა ხაზარაძეს ერთ-ერთი საუბარი გაახსენა.

„ჩვენ რამეზე შევთანხმდით?! ქურდული გარჩევა გვქონდა თუ პირადი საუბარი გვქონდა?. ერთადერთი რასაც ვნანობ, რომ მაშინვე არ ჩავრთეთ ყველაფერი პირდაპირ ეთერში. ხალხმა უნდა იცოდეს, ხალხის ზურგს უკან რაზე ვლაპარაკობდით. რა არ გვილაპარაკია, იმდენი ხალხი ვიყავით და ზუსტად მასე მითხარით. მთავარი რასაც ვიძახდით, თუ ბოიკოტში ვრჩებით და ბოიკოტში ვრჩებით, რა ხდება მერე, როგორ ვამარცხებთ ივანიშვილს? არ მითხარი, შენ შემოხვედი გვიან და გკითხე, ბიზნესმენი კაცი ხარ, მილიონერი, პრაგმატული, გეგმებზე ფიქრობ სულ. სიტყვა-სიტყვით არ მითხარი, ომია ძმაო და მერე რა იქნება. არ გითხარი ნებისმიერ ომში გამოგყვები თქო? ჭორები გავრცელდაო, რა ჭორები გავრცელდა, სად შევთანხმდით, რომ ამ ლაპარაკს არ გავიტანდით, ხალხის ბედზე ვლაპარაკობდით იქ.. სიტყვა არ გამომიტანია ელჩების ლაპარაკიდან და იმასაც ძალიან ვნანობ", - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

ამის შემდეგ მამუკა ხაზარაძემ ალეკო ელისაშვილს მატყუარა უწოდა.

„მგონი ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ, თქვენ ბატონო ალეკო, ბრძანდებით მატყუარა“, - მიმართა ხაზარაძემ ელისაშვილს, რაზეც ელისაშვილმა მას სიტყვების შერჩევისკენ მოუწოდა.

„შენობაზე ნუ გადმოდიხარ, თქვენ ხართ მატყუარა, ავანტიურისტი, თქვენ ლაპარაკობთ „ქართული ოცნების“ დავალებით“, - განაცხადა ხაზარაძემ.

აღნიშნულზე კი ელისაშვილმა ხაზარაძეს მიმართა: „მყვლეფავი ხართ ხალხის.... ბოკერიას დაკრულზე ვინ ცეკვავს, ვხედავთ ამას“.

„თუ გინდათ შედით პარლამენტში, ამ ქაოსს თავი დაანებეთ. ოცნების მუსიკას ნუ გვასმენინებთ“, - განაცხადა ხაზარაძემ.

ამასთან ელისაშვილმა მამუკა ხაზარაძეს მიმართა: „ქართულ ოცნებასთან ზურგს უკან მოლაპარაკება გქონდათ? არ გქონდათ მოლაპარაკება? მითხარი, რომ ეგ ეგრე არ არის...ბადრი ჯაფარიძე თქვენ პარტიაში არ არის?“, -რაზეც მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ეს უნდა დაემტკიცებინა.

„ვინ ქართულ ოცნებასთან მქონია მოლაპარაკება, მეორე ტყუილს ამბობ. ახლა სანამ არ დაამტკიცებ მაგას, ბადრი ჯაფარიძეს როდის ჰქონდა დამოუკიდებელი შეხვედრა ქართულ ოცნებასთან, აქედანა არ გავალ. აიღე ტელეფონი, დაურეკე კობახიძეს, როდის ჰქონდა ბადრი ჯაფარიძეს ან ლელოდან რომელიმე ადამიანს....სანამ არ დაამტკიცებ მეორე ბრალდებას, მეორე ტყუილს, რომ ბადრი ჯაფარიძე ქართულ ოცნებასთან... არ დაგინახო ჩვენთან გაკარებული, არ დაგინახო ოპოზიციურ შეხვედრაზე მოსული“,- განაცხადა ხაზარაძემ და დასძინა „მე შენ ხელს არ ჩამოგართმევ“.

დაპირისპირება იქამდე მივიდა, რომ "რუსთავი2"-ის სტუდიაში დაცვის სამსახურის გამოცხადება გახდა საჭირო, რის შემდეგაც წამყვანმა სარეკლამო ჭრა გამოაცხადა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა