სტრასბურგის სასამართლო საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ დღეს განაჩენს გამოიტანს

ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დიდი პალატა საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ დღეს განაჩენს გამოიტანს, - ამის შესახებ ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

პრესრელიზის თანახმად, საქმეზე მოსმენა სტრასბურგის დროით დილის 11:00 საათზე (საქართველოს დროით 14:00 საათზე), გაიმართება.

„საჩივარი შემოტანილია საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის 2008 წლის აგვისტოში მომხდარ შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით საქართველოს მიერ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. საქართველო ამტკიცებს, რომ რუსეთის ფედერაციამ - რუსეთის არმიის, ან /და მის კონტროლს დაქვემდებარებული სეპარატისტული ძალების, მხრიდან განურჩეველი და არაპროპორციული თავდასხმების შედეგად საქართველოს მოქალაქეებზე და მათ საკუთრებაზე - დაუშვა ან გამოიწვია ადმინისტრაციული პრაქტიკა, რის შედეგადაც დაირღვა კონვენციის მე -2 მუხლი (სიცოცხლის უფლება), მე -3 (წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა), მე -5 (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება), მე -8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება) და მე -13 (ეფექტური სამართლებრივი დაცვის საშუალება) და ასევე დაირღვა #1 ოქმის 1-ლი მუხლი (საკუთრების უფლება) და მე-2 მუხლი (განათლების უფლება) და #4 ოქმის მე-2 მუხლი (გადაადგილების უფლება),“- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 2008 წლის 11 აგვისტოს შეიტანეს. 2016 წლის ივნისში სასამართლომ სტრასბურგში გამართულ სხდომებზე მოწმეებისა და ექსპერტებისგან მტკიცებულებები მიიღო, მოსმენა კი 2018 წლის 23 მაისს გაიმართა.

იხილეთ ვიდეო: სტრასბურგის სასამართლო საქმეზე "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" ხვალ განაჩენს გამოიტანს

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო