ნინო წილოსანი - გუშინ ოპოზიციის სახის დაკარგვის ახალი ეტაპი ვიხილეთ - არგუმენტები, რითაც მამუკა ხაზარაძე ალეკო ელისაშვილს პასუხობდა, ძალიან სუსტი იყო

სამწუხაროა, რომ ოპოზიცია საკუთარ როლს დესტრუქციასა და რევოლუციურ თემებზე საუბარში ხედავს - ოპოზიციის როლი სულაც არ არის ქუჩაში დგომა და ტელევიზიებთან ტრიპაჩი, - ამ შეფასებით „ქართული ოცნების“ დეპუტატი ნინო წილოსანი ალეკო ელისაშვილსა და მამუკა ხაზარაძეს შორის მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა.

წილოსანის შეფასებით, გუშინ, "რუსთავი 2"-ის ეთერში ოპოზიციის სახის დაკარგვის ახალი ეტაპი ვიხილეთ.

„არგუმენტები, რითაც მამუკა ხაზარაძე ალეკო ელისაშვილს პასუხობდა, ძალიან სუსტი იყო, რადგან ერთადერთი, რასაც ითხოვდა იყო ის, რომ არ გაესაჯაროვებინა დახურული შეხვედრების დროს მიმდინარე საუბრები ომზე, რევოლუციაზე, დესტრუქციაზე და ასე შემდეგ, რაც ვფიქრობ, რომ მოსახლეობამ აუცილებლად უნდა იცოდეს. ამომრჩეველმა უნდა იცოდეს, როგორ ოპოზიციურ სპექტრს უჭერს მხარს და რა გეგმები აქვთ მათ. სამწუხაროა, რომ ამ ადამიანებს არა აქვთ შეგრძნება, რა არის მათი როლი და მისია ქვეყნის განვითარებაში. თუმცა ძალიან კარგია, რომ ამომრჩეველმა მათი რეალური სახე დაინახა. მიხარია, რომ ალეკო ელისაშვილი სიმართლეს და რეალობას, რის წინაშეც ოპოზიცია დგას, აშუქებს და გამოხატავს", - განუცხადა ჟურნალისტებს ნინო წილოსანმა.

აქვს წილოსანმა აღნიშნა, რომ ოპოზიცია არჩევნების გაყალბების ვერც ერთ ფაქტს ვერ ამტკიცებს და არ გააჩნიათ დესტრუქციულ ფორმატში ყოფნის

ლიგიკური და სამართლებრივი არგუმენტები.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო