გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მიმართ წარდგენილი ბრალდების დაზუსტება მიმდინარეობს

გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებაში ბრალდებულების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მიმართ წარდგენილი ბრალდების დაზუსტება მიმდინარეობს.

როგორც მელაშვილის ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლამდე განაცხადა, 4 თვის შემდეგ ბრალდების დაზუსტება იმაზე მიანიშნებს, რომ პროკურატურა ჩამოყალიბებული არ იყო, თუ რას ედავებოდა დაკავებულებს.

„ბატონ ივერი მელაშვილს ბრალს დღეს დაუზუსტებენ. ჩემთვის მხოლოდ ის ფაქტია ცნობილი, რომ ეს საპროცესო მოქმედება შედგება. ასევე, გადაწყვიტა პროკურატურამ, რომ ჩვენ მხოლოდ დღეს გავიგებდით ამ ყველაფერს. რაც შეეხება მოლოდინებს, ამაზე წინასწარ საუბარი რთულია, უფრო დეტალურად გამოსვლის შემდეგ ვისაუბრებ, თუმცა, ფაქტია, რომ 4 თვის წინ დააკავეს ადამიანი, დააპატიმრეს, გაუშვეს ციხეში და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტა პროკურატურამ, რომ ბრალდების ფორმულირებაში გარკვეული საკითხები დააზუსტოს. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ მაშინ, როდესაც ბატონ ივერის წაუყენეს ბრალი, პროკურატურა ჩამოყალიბებული არ იყო, თუ რას ედავებოდა მას.

ფაქტია, ეს იყო ნაჩქარევი გადაწყვეტილებაა და პროკურატურისა და სახელმწიფოს მიზანი იყო არა ის, რომ განეხორციელებინა მართლმსაჯულება, არამედ მხოლოდ ის, რომ ეს ადამიანები ჰყოლოდა ციხეში“, - აცხადებს მარიკაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს