დავით ზურაბიშვილი - ალეკო ელისაშვილის პოზიცია ნორმალურია, ამ პოზიციის გამოხატვის ფორმები არაა ნორმალური - ის, რომ შენ სხვა აზრზე ხარ, შეიძლება გაცილებით ნორმალურად თქვა და არა ამ ფორმით

ვფიქრობ, რომ ალეკო ელისაშვილის პოზიცია ნორმალურია, თუმცა, ამ პოზიციის გამოხატვის ფორმები არაა ნორმალური, - ამის შესახებ ექსპერტმა დავით ზურაბიშვილმა „ინტერპრესნიუსს" „ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძისა და „მოქალაქეების“ ლიდერ ალეკო ელისაშვილის დაპირისპირების ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ალეკო ელისაშვილის თავდასხმები სხვა ოპოზიციონერებზე არ არის სწორი.

„მე საერთოდ შეთქმულების თეორიებს არ ვიზიარებ. ვფიქრობ, რომ ალეკო ელისაშვილის პოზიცია ნორმალურია, თუმცა, ამ პოზიციის გამოხატვის ფორმები არაა ნორმალური. ხშირად არაა კორექტული, თავს ესხმის ოპოზიციონერებს. პრინციპში, ეს მისთვისვე ცუდია და არც ოპოზიციონერებისთვისაა კარგი. კონკრეტულად, პოზიტიური დღის წესრიგი რაც აქვს, რატომ ცდილობს ის შეთანხმების მიღწევას, ამ პოზიციაში პრობლემატურს ვერაფერს ვხედავ, მისი ქცევის ფორმებშია პრობლემა.

ხაზარაძის მისამართით რასაც ამბობს და სხვის წინააღმდეგ, იქ განცხადების შინაარსიც მიუღებელია, ფორმაც და ყველაფერიც. მე ვგულისხმობ იმას, როცა ამბობს რატომ სურთ შეთანხმების მიღწევა და პარლამენტში შესვლა რა პირობებით სურს. მე თავიდანვე მქონდა ეს პოზიცია, რომ ოპოზიციის მიერ ბოიკოტის გამოცხადება არის ღრმად არასწორი მიდგომა და ახლაც ასე ვფიქრობ. მისი თავდასხმები სხვა ოპოზიციონერებზე არ არის სწორი. ის, რომ არ ეთანხმები და შენ სხვა აზრზე ხარ, შეიძლება გაცილებით უფრო ნორმალურად თქვა და არა ამ ფორმით. რადგან ეს ბევრ ადამიანში თვითონ პოზიციის მიმართაც ნეგატიურ დამოკიდებულებას ქმნის. ის, რომ შენ რაღაცას უხეშად იტყვი და გალანძღავ სხვას, ამის გამო შენი პოზიციაც აღარ უნდა ბევრს. შენ თუ აქეთ გესხმიან თავს, სჯობს უფრო კორექტული იყო, შენ არ უნდა იყო თავდამსხმელი.

პარლამენტის ბოიკოტს პრიცნიპულად არ ვეთანხმები ეს არის დამაზარალებელი ქვეყნისთვის, საზოგადოებისთვის, ოპოზიციისთვის. ცუდი გადაწყვეტილებაა მიღებული ყველანაირად. ვიღაც თუ ცდილობს აქედან გამოსავალი იპოვნოს, სწორი მიდგომაა. გასაგებია, ყველამ დაიფიცა, ვენები გადაიჭრა და უკან ვეღარ მიდიან, რთულია", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძე გუშინ ალეკო ელისაშვილს „რუსთავი 2“-ის ეთერში სიტყვიერად დაუპირისპირდა და მას მატყუარა და ავანტიურისტი უწოდა. ხაზარაძემ ელისაშვილს მოუწოდა, ოპოზიციის გვერდით არ გაიაროს და განაცხადა, რომ მისნაირ ადამიანს ხელს არ ჩამოართმევს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა